Centered Image

ვალენსიას სასწაული – ესპანელები ათენში ითამაშებენ

პედრო მარტინეზმა თავისი ახალგაზრდული გუნდით ვარსკვლავურ პანათინაიკოსს საოცარი სერია დაუტრიალა.

ევროლიგაზე ოთხთა ფინალის მონაწილეები უკვე სრულად შეიკრა. გადამწყვეტი, მე-5 მატჩი მხოლოდ ვალენსიასა და პანათინაიკოსს შორის გახდა საჭირო, რომელსაც ესპანეთის სანაპირო ქალაქი მასპინძლობდა. როგორც მთლიანად სერია, ისე ეს მატჩიც საოცრად წარიმართა. ვალენსიამ საწყისად 2 მატჩი სახლში წააგო, მაგრამ მოახერხა და ათენში მოიგო ორივე მატჩი, რამაც გადამწყვეტი მატჩის აუცილებლობაც შექმნა. ამჯერად სეზონის საუკეთესო მწვრთნელის, პედრო მარტინეზის გუნდმა ვარსკვლავური გუნდი გადატეხა, 81:64 დაამარცხა და ოთხთა ფინალში გააღწია.

ვალენსიას 20 ქულით ბრანკუ ბადიომ ულიდერა, რომელსაც ასევე 5 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა ჰქონდა, +25 ვალიდობა მოაგროვა და მატჩის MVP გახდა. 12-12 ქულა ჰქონდათ ბრექსტონ ქეისა და ჟან მონტეროს, რომელსაც ასევე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 3 დაფარებაც ჰქონდა.

პანათინაიკოსის რიგებში 10 ქულიან ბარიერს მხოლოდ 2 მოთამაშე გადაცდა. 10 ქულა ჩედი ოსმანს ჰქონდა, 15 კი ნაიჯელ ჰეიეს-დევისს. 2 ნიშნულიანი ვალიდობა მხოლოდ ჯერიან გრანტს ჰქონდა, რომელმაც 7 ქულა, 4 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა აკრიფა, რითაც +20 ვალიდობა შეკრიბა.

ვალენსია ისტორიაში მე-2 გუნდი გახდა, რომელმაც ევროლიგაზე სერია 0:2-იდან დაატრიალა, მითუმეტეს იმ პირობებში, რომ საწყისად ორივე საშინაო მატჩი წააგო და ყველამ ჩამოწერა. ვარსკვლავურ პანათინაიკოსს კი შიდა კლუბური კონფლიქტები გამოუმჟღავნდა, ატამანმაც საკუთარი მოთამაშეების ძალები გადააფასა და თითქმის მოგებული სერია დათმო. პანათინაიკოსისთვის უფრო მტკივნეულია, რომ 2026 წლის სეზონის ფინალს ათენი მასპინძლობს, გუნდმა კი საშინაო დარბაზში ასეთ ეტაპზე თამაშის შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან.

ოთხთა ფინალის ნახევარფინალები 22 მაისს, ათენში გაიმართება, ფინალური მატჩი კი 24 მაისს იქნება. ვალენსია მადრიდის რეალს შეხვდება, რომელსაც ვალტერ ტავარესისა და ალექს ლენის სახით ძალიან დიდი დანაკლისი ექნება, საბერძნეთს კი ოლიმპიაკოსი წარადგენს, რომელსაც მოქმედი ჩემპიონი, ფენერბაჰჩე ერგო მეტოქედ.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading