თოფურიას კარგი შანსი ჰქონდა, ბრძოლა მე-2 რაუნდში დაესრულებინა, მაგრამ ჯასტინმა მაგრად გაუძლო.
UFC 250-ის ივენთი წლის ერთ-ერთი გამორჩეული სპორტული მოვლენა იყო. დღის დასკვნით ბრძოლაში მთავარი ვარსკვლავი ქართველი მებრძოლი, ორი წონის ჩემპიონი, ილია თოფურია გახლდათ, მისი მეტოქე კი ადგილობრივი ჯასტინ გეიჯი. ბრძოლებს თეთრი სახლი მასპინძლობდა და სწორედ ამიტომ იყო ეს ივენთი კიდევ უფრო განსაკუთრებული.
სამწუხაროდ, ილია თოფურია კარიერაში პირველად დამარცხდა! მე-4 რაუნდის შემდეგ ბრძოლის შეჩერება თვითონ ილიას გუნდმა მოითხოვა – ქართველ მებრძოლს ჯერ ცხვირი გაუტყდა, ბრძოლის პროცესში კი მხედველობა ორივე თვალში თითქმის დაკარგა და ბრძოლის დათმობა მოუწია.
პირველი რაუნდი აშკარად მეტოქემ წაიღო. გეიჯმა ილიას მარცხენა თვალი სწორედ იქ დაუზიანა. მე-2 რაუნდში ქართველმა უპირატესობა მოიპოვა, რამდენიმე კარგი დარტყმაც გაატარა და მეტოქის დანოკაუტების შანსიც ჰქონდა, მაგრამ გეიჯმა გაუძლო, თავი ფეხზე მდგომმაც დაიცვა და მიწაზეც, რაუნდი ბოლომდე მიიყვანა და გადარჩა.

მე-3 რაუნდში გეიჯმა ილიას კიდევ უფრო შემოუტია და რამდენიმე კარგი დარტყმის შემდეგ თოფურიას მარჯვენა თვალიც დაუზიანდა. აშკარად ჩანდა, რომ ილიას კონცენტრაცია უჭირდა. მე-4 რაუნდის დაწყებამდე ექიმი რეკომენდაციის მიხედვით ბრძოლის შეჩერებას ითხოვდა, რადგანაც, მისი აზრით, ილიას მხედველობა არ იყო სათანადო დონეზე. ბრძოლის გაგრძელება თავად ქართველმა ითხოვა, განმეორებითი შემოწმების შემდეგ კი მე-4 რაუნდში ოქტაგონს დაუბრუნდა.
მე-4 რაუნდში უკვე აშკარა იყო, რომ ილია ვეღარ გაძლებდა. დაზიანებულ თვალზე მეტოქემ კიდევ ერთხელ მოარტყა, რამაც ილიას ქმედუნარიანობა თითქმის ნულამდე დაიყვანა. მებრძოლებმა რამდენიმე დარტყმა გაცვალეს, მაგრამ თოფურიას ყველა რესურსი ამოწურული ჰქონდა. სამწუხაროდ, მე-4 რაუნდის დასრულების შემდეგ ილიას გუნდმა ბრძოლა შეაჩერა. ასე რომ არა, უდიდესი ალბათობით, ბრძოლას არბიტრი გააჩერებდა.

სამწუხაროდ ილია თოფურია დამარცხდა – კარიერაში პირველად! თან ეს მოხდა ივენთზე, სადაც ის უპირობო ფავორიტად ითვლებოდა და თეთრი სახლის ბრძოლაში მთავარი ვარსკვლავი უნდა ყოფილიყო.
არაუშავს!
ნამდვილი ჩემპიონები სწორედ ასეთი დაცემის შემდეგ ბრუნდებიან!

ილიაც დაბრუნდება! კიდევ უფრო ძლიერი.
წარმატებები ილია თოფურიას!










