Centered Image

„ველური კატების“ ოთხეული ისევ ერთადაა

„ნიქსმა“ ბრიჯესი კოლოსალურ თანხად შეიძინა.

ნიუ იორკულმა გუნდებმა წლის ყველაზე ხმაურიანი გაცვლა გაჩარხეს და ამით, გაცვლების სეზონი, გახსნილად გამოაცხადეს.

„ბრუკლინის“ ლიდერი, მაიკალ ბრიჯესი „ნიქსში“ გადავა, საპირისპირო მიმართულებით კი პირველი რაუნდის ოთხი დაუცველი და ერთი დაცული პიკი წამოვა. ხელფასების გამთანაბრებლის როლს, ხორვატი ფორვარდი, ბოიან ბოგდანოვიჩი შეასრულებს. ასევე „ნეტსი“ მიიღებს ორი სეზონის დროს პიკების გაცვლის უფლებასაც.

ბოლო პერიოდში, მსგავსი პაკეტი გადაიხადა „მინესოტამ“ რუდი გობერის შეძენაში.

პირველი რაუნდის ოთხი დაუცველი პიკი 2025, 2027, 2029 და 2031 წლების იქნება, ხოლო 2025 წლის დაცული პიკი კი „მილუოკისგან“ მიღებული, ოღონდ უცნობია, თუ რა ტიპის დაცვაა ჩადებული კონტრაკტში.

აღსანიშნავია, რომ ბრიჯესი შეუერთდება „ვილანოვას“ ყოფილ პარტნიორებს, ჯალენ ბრანსონს და ჯოშ ჰარტს. „ნიქსში“ ასევე ასპარეზობს კიდევ ერთი „ველური კატა“ დონტე დივიჩენცოც.

ამგვარად 2016 და 2018 წლების სტუდენტური კალათბურთის დომინანტი „ვილანოვა უაილდქეტსის“ საჩემპიონო შემადგენლობა თითქმის მთლიანად გაერთიანდება ამჯერად უკვე დიდ ვაშლში.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading