Centered Image

ლიდერობის ზედიზედ ხუთი წელი

“ნაგეთსის” ცენტრი, პირველ პოზიციას უკვე ხუთი სეზონია არ თმობს.

ყველაზე გავლენიანი მოთამაშის არაოფიციალურ ნომინაციაში, იოკიჩი სტატისტიკურ ლიდერად რჩება.

Cleaning The Glass-ის მონაცემებით, დროის იმ მონაკვეთში, როდესაც სერბი პარკეტზე იმყოფება, გუნდი ყოველ ას ფლობაზე 15.3 ქულით მეტს იღებს, ვიდრე მისი სკამზე ან განაცხადს მიღმა ყოფნისას. აღსანიშნავია, რომ ნიკოლა, ამ მაჩვენებელს უკვე ხუთი წელია უდგას სათავეში, რაც ხსენებული სტატისტიკური კომპონენტის დათვლის პერიოდიდან (1994 წლიდან) პირველად მოხდა.

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ამჯერად, წინა ოთხ სეზონთან შედარებით უახლოესი მდევარი ყველაზე ახლოს აღმოჩნდა. კავაი ლეონარდის პარკეტზე ყოფნისას, “კლიპერსის” პლიუსი 14,5 ქულას შეადგენდა. თანაც, ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა იმის შემდეგ, რაც კალიფორნიელებმა ჰარდენი გარლანდში გაცვალეს.

რაც შეეხება ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელს, პირველი პოზიცია ჯეისონ კიდს ეკუთვნის. 1999 წელს, ჯერ კიდევ “სანზში” ყოფნისას, გამთამაშებელმა, გუნდს, პარკეტზე ყოფნისას ყოველ ას ფლობაზე თითქმის 25 ქულიანი სხვაობა მისცა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading