Centered Image

ზუკას სადებიუტო გოლი სეზონში

სენტ-ეტიენს იოლი გასეირნება გამოუვიდა.

საფრანგეთის ლიგა 2 უკვე 3 ტურია, რაც დაიწყო და ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი უდანაკარგოდ მიიწევს პირველ ადგილას. ამჯერად, გუნდმა გრენობლს უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა.

როგორც ჩანს, ზურიკოს გარშემო გავრცელებული სიახლეებისა და პრობლემების გამო მწვრთნელი დავითაშვილს ძირითად შემადგენლობაში არ ათამაშებს, ამჯერად კი მისი ჩართვა თამაშში 27-ე წუთზე მოუხდა. დანიელმა იაკობ ბრიუმმა ტრავმა მიიღო და ზუკა თამაშში მის ნაცვლად შევიდა, როცა სენტ-ეტიენი უკვე 2:0 იგებდა. არონ ჩშონგვაისა და ტიერნო ბალოს გატანილი გოლებით მასპინძლებს საქმე უკვე “მოგვარებული” ჰქონდათ. 45+3 წუთზე ირვინ კარდონას გატანილი გოლით ინტრიგა თითქმის მოკვდა.

მე-2 ტაიმი შედარებით უფრო მშვიდი გამოვიდა, მაგრამ მოტივირებულმა დავითაშვილმა გოლის გარეშე მოედანი არ დატოვა. 82-ე წუთზე მარცხნიდან ჩვეული დრიბლინგი წამოიღო, ბოაკისთან კედელი გაითამაშა და ეფექტური გოლით დაასრულა ეპიზოდი.

საბოლოოდ, ზუკამ საკმაოდ მაღალი, 8.1 შეფასება დაიმსახურა. აქამდე მისი შეფასება 7 ქულას არ გადასცდენია, რადგანაც სათანადო დრო არ ეძლეოდა. როცა მიიღო შანსი, იდეალურად გამოიყენა.

წარმატებები ზურიკო დავითაშვილს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading