ზურიკო დავითაშვილმა პლეი ოფის ფინალის საპასუხო მატჩში ნიცასთან გოლი გაიტანა, მაგრამ სენტ ეტიენი ლიგა 1-ში მაინც ვერ აღზევდა.
პირველი უგოლო მატჩის შემდეგ სენტ ეტიენი მეტოქეს ესტუმრა და სამწუხაროდ, 1:4 დამარცხდა.
62-ე წუთამდე უგოლო ფრე იყო, შემდეგ ნიცა ჯონათან კლაუსის გოლით დაწინაურდა, მაგრამ 79-ე წუთზე სენტ ეტიენმა გაათანაბრა – დავითაშვილმა პენალტი უნაკლოდ შეასრულა – 1:1.

თუმცა, სტუმრებმა საპასუხო შეტევაში გოლი ისევ გაუშვეს. შედეგად, ფილიპ მონტანიეს გუნდი ჩამორჩა ანგარიშში და დიდი ძალებით შეუტია, მაგრამ კონტრშეტევაზე ნიცამ კიდევ ორი გოლი გაიტანა, ორჯერვე თავი ელი ვაიმ გამოიჩინა..
ნიცამ ლიგა 1-ში ადგილი შეინარჩუნა, სენტ ეტიენმა კი ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრლოს: ლიგა 2-ის ბოლო ოთხ ტურში სამჯერ დამარცხდა, არადა, ერთი მატჩი მაინც რომ მოეგო, ლიგა 1-ში პირდაპირ გადავიდოდა. თუმცა, ბევრი შანსი ხელიდან გაუშვა, მომდევნო სეზონში კი ისევ ქვედა ლიგაში ითამაშებს.

ზურიკო დავითაშვილმა რეგულარულ სეზონში 29 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა. მან ერთხელ თავი საფრანგეთის თასზეც გამოიჩინა. პლეი ოფის ორ თამაშში ქართველმა 1 გოლი გაიტანა. ამგვარად, ყველა ტურნირზე სეზონი 16 გოლით დაასრულა.

დავითაშვილს სენტ ეტიენთან კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ მის იმართ ინტერესი დიდია, ბოლოს ჰოფენჰაიმის მხრიდან ინტერესზეც გავრცელდა ინფორმაცია. ასე რომ, ძნელად წარმოსადგენია, რომ ის “მწვანეებში” დარჩეს და ზედიზედ მეორე სეზონი ლიგა 2-ში გაატაროს.
წარმატებები ზურიკო დავითაშვილს!











