Centered Image

თოფურიასა და გეიჯის ბრძოლას საინტერესო დამზღვევი ჰყავს

არმან ცარუკიანი დიდი ხანია, რაც “მატადორსა” და მის საჩემპიონო ქამრებს უმიზნებს.

უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ UFC-ის სომეხი მებრძოლი, არმან ცარუკიანი ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლას დააზღვევს, ანუ ე.წ. “Backup” იქნება. ამაზე თანხმობა ილია თოფურიამაც განაცხადა და თავად არმან ცარუკიანმაც.

UFC 250-ის ფარგლებში, რომელიც თეთრ სახლში შედგება, თოფურიასა და გეიჯის ბრძოლა ცენტრალური მოვლენაა. ბუნებრივია, რომ ორგანიზაციამ მის დაზღვევაზე იზრუნა და ნამდვილად დამაინტრიგებელი მებრძოლი იშოვა ამისთვის.

არმან ცარუკიანმა ამ სტატუსზე თანხმობა განაცხადა. ის მაისიდან აქტიურ ვარჯიშს განაახლებს და ეცდება, რომ წონა დააგდოს. თუ ბრძოლას ოფიციალურად არ მიიღებს, ის აწონვაზე არ გავა, რადგანაც არ უნდა სხეული ტყუილად დატვირთოს – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება დადგება.

ჯასტინ გეიჯიცა და არმან ცარუკიანიც უკვე წლებია, რაც ილია თოფურიას მიმართ შეურაცხმყოფელ ინტერვიუებს არ ერიდებიან და ბუნებრივია, რომ ილიას ორივეს განადგურება სურს. თუ გეიჯს რაიმე მოუვიდა ან გადაიფიქრა, მაშინ მისი შემცვლელიც არანაკლებ საინტერესო მეტოქე იქნება.

ამასთანავე, არმან ცარუკიანმა პირობა მიიღო, რომ თუ ბრძოლაში ჩაბმა ამჯერად არ მოუწევს, მისი სახელოვანი ბრძოლაც მალე შედგება. დიდი ალბათობით, გეიჯისა და თოფურიას შორის გამარჯვებულს სამომავლოდ სწორედ სომეხი მებრძოლი შეხვდება.

ქართველ გულშემატკივრებში უკვე გაჩნდა სურვილი, რომ გეიჯი ჩაეხსნას და ილია თოფურიამ არმან ცარუკიანი მაგრად ცემოს იმ სიტყვების გამო, რაც არაერთხელ ამოუშვა. თუმცა გეიჯიც არანაკლებ საცემია – შეიძლება უფრო მეტადაც.

წარმატებები ილია თოფურიას!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading