თბილისი 3 ევროპულ მატჩს უმასპინძლებს.
უეფას კონფერენს ლიგის წილისყრა უკვე შედგა და ლიგის ფაზაზე იბერია 1999-ის მეტოქეები ცნობილია.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მეორედ და 22-წლიანი პაუზის შემდეგ უეფას ტურნირის ფინალურ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.
ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი ლიგის ფაზაზე 6 მატჩს გამართავს. აქედან 3-ს თბილისი უმასპინძლებს, შესაბამისად, 3 გასვლაზე ექნება.
იბერია 1999 საშინაო არენაზე სერბული ცრვენა ზვეზდა, ესპანური ხეტაფე და შვედური მიალბი იქნება, გასვლით მატჩებს კი იბერია დანიურ კოპენჰაგენთან, ბელგიურ სენტ-ტრუიდენთან და ჩეხურ იაბლონეცთან ითამაშებს.
სათამაშო კალენდარი 30 აგვისტოს გახდება ცნობილი და შესაბამისად სწორედ მაშინ გავიგებთ, თუ ვის როდის შეხვდება იბერია 1999.
წარმატებები იბერია 1999-ს! იმედია, ქართული კლუბი საკუთარ ისტორიას დაწერს.











