NBA-ს ოთხგზის ჩემპიონი ლიგის ცნობილ გიგანტებს შეუერთდა.
NBA-ს ვარსკვლავი და “Splash Brothers” დუეტის ერთ-ერთი წევრი, ლიგის ოთხგზის ჩემპიონი, კლეი ტომპსონი მომავალ სეზონში მაიამი ჰითის ღირსებას დაიცავს.
როგორც ავტორიტეტული ინსაიდერი, შამს ჩარანია წერს, ტომპსონი და დალას მავერიკსი გამოსყიდვის ოფციაზე შეთანხმდნენ. შესაბამისად, ვეტერან მსროლელს ახალ კლუბში გადასვლისთვის გზა გაეხსნა.
კლეის დამატების შემდეგ, მაიამის ტომპსონის, იანის ანტეტოკუნმპოსა და ბემ ადებაიოს სახით სახელოვანი ტრიო ეყოლება, იქვე კი ყოფილი გუნდელი, ენდრიუ უიგინსიც დახვდება. შესაბამისად, გუნდს აღმოსავლეთ კონფერენციაში სერიოზული ამბიციები ექნება.
36 წლის ტომპსონმა გასულ სეზონში 69 მატჩი ჩაატარა და მისი საშუალო მონაგარი 11.7 ქულა, 2.1 მოხსნა და 1.4 პასი იყო 21.87 წუთში, ამასთან, კლეი სამქულიანებს 38.7%-ით ესროდა.
საინტერესო პროექტია – კლეი ელიტარული უკანახაზელია.











