Centered Image

კლოპი: “მგონი სპორტის სახეობა აგერიათ – ეს ფეხბურთი აღარაა”

გერმანელმა სპეციალისტმა მუნდიალი გააკრიტიკა:

“პრობლემა ისაა, რომ ფეხბურთი, ამ მომენტში, მძევლადაა ისეთი ადამიანების მიერ აყვანილი, რომლებიც ოფისებში, კონდიციონერების ქვეშ სხედან და რომლებსაც, სპორტის ამ სახეობასთან, მიახლოებითი კავშირიც არ აქვთ.

ვუყურებ ამ პაუზებს, ტაიმაუტებს, რომლებიც თამაშის ტემპს გვკარნახობს. ვუყურებ და ვერ ვხვდები ეს ნამდვილად ფეხბურთია? მესმის რომ ადგილობრივი გულშემატკივარი შესაძლოა რაიმე მსგავს შეჩვეული იყოს, მაგრამ რა კავშირი აქვს ამას ფეხბურთთან? სპორტის სახეობების არევასთან ხომ არ გვაქვს საქმე?

ასევე მაინტერესებს, ვისთვის გეკთება ეს ყველაფერი. მეჩვენება, რომ ფეხბურთი იქცა სანახაობად რეკლამის ფონზე და არა პირიქით.

მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩი მდინარესავით უნდა მიედინებოდეს. აქ კი კალაპოტი მუდმივად გაჭედილია. ეს თამაშის სულისთვისაა სახიფათო.

ადრე ფეხბურთი თავისთავად იყო მთავარი სანახაობა. ახლა, სპორტის ეს სახეობა, ბევრი სხვის მსგავსად, რისკავს გახდევს ფონი სარეკლამო შოუსთვის.” განაცხადა ლეგენდარულმა გერმანელმა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading