მწვრთნელი იტალიის ნაკრების სათავეში ჩასადგომად ემზადება.
“ალ სადმა” და რობერტო მანჩინიმ თანამშრომლობა შეწყვიტეს. ამის შესახებ, ინფრომაცია თავად კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.
ინსაიდერ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სწორედ რობერტოს განიხილავს იტალიის საფეხბურთო ფედერაცია ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფავორიტად, თანხმობა არის თავად 61 წლის სპეციალისტისგანაც, მოსაგვარებელი კი რჩება საკონტრაქტო დეტალები.
მანჩინიმ, “ალ სადი” 2025 წელს ჩაიბარა და ხელი სამწლიან ხელშეკრულებას მოაწერა. იქამდე, იტალიელი, საუდის არაბეთის ნაკრებს ედგა სათავეში. 2018-2023 წლებში კი მანჩინი იტალიის ნაკრების დამრიგებელი იყო. ამ პერიოდში, გუნდმა უკანასკნელი დიდი ტიტული – ევროპის პირველობა მოიგო, თუმცა მსოფლიოზე ვერ გასვლის შემდეგ, გუნდი დატოვა.










