Centered Image

კონკიას ისტორია ანდრეევამ დაასრულა

19 წლის რუსმა “როლან გაროსი” მოიგო.

მაია ხვალინსკას სენსაციური პარიზული სვლა ფინალში, მირა ანდრეევსთან მატჩში შეწყდა. ასეულს მიღმა მყოფი პოლონელი, 19 წლის მირამ იოლად, ორ სეტში – 6:3, 6:2 დაამარცხა და კარიერაში პირველი სლემი მოიგო.

1992 წლის შემდეგ, ანდრეევა გახდა საფრანგეთის ღია პირველობის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი. მაშინ, 18 წლის მონიკა სელეშმა აიღო ტიტული, რომელიც, ლეგენდარული ჩოგბურთელისთვის პარიზში მოპოვებული ზედიზედ მესამე იყო.

გარდა ამისა, მირა, 21-ე საუკუნეში მესამე ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი გახდა, ვინც მუზარადი მოიგო. 2004 წლის “უიმბლდონზე” ჩემპიონობა შარაპოვამ იზეიმა, ხოლო 2021 წლის ამერიკის ღია პირველობაზე 18 წლის რადუკანუმ იმარჯვა.

ასევე, ანდრეევა (როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა ერთეულთა თანრიგში) გახდა სლემის მომგები პირველი ჩოგბურთელი, რომელიც 2005 წლის შემდეგაა დაბადებული.

რუსის კარიერაში ეს მეექვსე ტიტული იყო, სეზონში კი მესამე. გადამწყვეტ მატჩებში, მისი ბალანსი 6:2-ს შეადგენს.

რაც შეეხება ხვალინსკას, რომელსაც კვალიფიკაციიდან მოყოლებული, მირასთან შედერაბით თითქმის 8 საათით მეტი ჰქონდა კორტზე გატარებული, პოლონელი, რეიტნგში თითქმის ასი პოზიციით წაიწევს წინ და 21-ე ადგილზე გადავა, ხოლო სეზონურ რეიტინგში საერთოდ მეთოთხმეტე პოზიციამდე აღზევდება. ანდრეევა კი 2026 წლის რეიტინგს ორშაბათიდან სათავეში ჩაუდგება და არინა საბალენკას ჩააჩოჩებს.

ამ მოგებისთვის, ანდრეევამ 2.8 მილიონი ევრო გამოიმუშავა, ხოლო ხვალინსკამ, რომელსაც სულ ჰქონდა კარიერაში 114 000 ევრო გამომუშავებული, ფინალში გასვლისთვის 1.4 მილიონი ევრო დაიმსახურა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading