Centered Image

ლეაომ სტამბული აირჩა

პორტუგალიელი ვარსკვლავი მილანს ემშვიდობება.

ინსაიდერ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მრავალი თვის განმავლობაში მოარული ჭორები იმის შესახებ, რომ რაფა ლეაო, კარიერას, “გალათასარაიში” განაგრძობდა, სიმართლე აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ “მილანი”, ლეაოზე ფასს ნელ-ნელა იმის გამო აკლებდა, რომ ვინგერზე მოთხოვნა მკვეთრად დაკლებული იყო.

საბოლოოდ, ორ გუნდს შორის, რომლებიც შემტევისთვის ბრძოლაში დარჩნენ “ასტონ ვილა” და “გალათასარაი” აღმოჩნდნენ. უკანასკნელი არჩევანი კი თავად ლეაომ გააკეთა.

ინსაიდერ იაგიზ საბუნჯოღლუს ცნობით, “ასტონ ვილა”, პორტუგალიელს წელიწადში 7.5 მილიონს სთავაზობდა, მაშინ, როდესაც სტამბულურ გუნდში, რაფას ანაზღაურება 10+2 მილიონს (ბონუსებით) შეადგენს. ახალი კონტრაქტი 2030 წლამდე იქნება გათვლილი.

ინსაიდერების ცნობით, “მილანი”, ლეაოში, 43+2 მილიონ ევროს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ორი წლის წინ, “მილანმა” “ჩელსის” ლეაო 100 მილიონ ევროდ არ მიჰყიდა და განაცხადა, რომ ლიდერს, 150 მილიონ ევროზე დაბალ ფასად არ გაუშვებდა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading