Centered Image

ლებრონ ჯეიმსი ლოს ანჯელესში კიდევ 2 წლით დარჩება

ისეთი მაგარია, ჯეიმსი ალბათ 50 წლამდეც ითამაშებს.

მას შემდეგ, რაც ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” 2024 წლის დრაფტზე 55-ე პიკად ლებრონ ჯეიმსის ვაჟი, ბრონი ჯეიმსი აირჩია, უკვე ცხადი გახდა, რომ მეფის ახალი კონტრაქტი დროის საკითხი იყო. საერთოდაც, გუნდმა ეს დრაფტ-პიკი იმიტომ გააკეთა, რომ ჯეიმსისთვის ესიამოვნებინა და ოცნება, რომ შვილთან ერთად ეთამაშა, მარტივად აესრულებინათ.

გამომდინარე იქედან, რომ მეფე 38 წელს უკვე თითქმის ორი წელია გადაცდა, 3 ან უფრო მეტ წლიან კონტრაქტს, NBA-ს წესების თანახმად, ვეღარ გააფორმებდა, თორემ არ არის გამორიცხული, მეფე ამით დაინტერესებული ყოფილიყო. აღნიშნულ 2 სეზონში, ლებრონი 105 მილიონ აშშ დოლარს გამოიმუშავებს და 41 წლის ასაკში იქნება მოთამაშე, რომელსაც მხოლოდ ხელფასის სახით 530 მილიონ დოლარზე მეტი ექნება გამომუშავებული. შესაბამისად გახდება პირველი სპორტსმენი, რომელმაც მხოლოდ ანაზღაურებით, ნახევარ მილიარდზე მეტი ექნება გამომუშავებული.

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯეიმსს, თავისი სუპერ-მიღწევებიდან გამომდინარე უფრო დიდი ანაზღაურების მიღებაც შეეძლო, მაგრამ როგორც გავრცელდა, მან უარი თქვა მაქსიმალურ კონტრაქტზე და გუნდის პოტენციურ გაძლიერებას ხელი შეუწყო.

ვნახოთ რა იქნება. ფაქტია სასიხარულოა, რომ მეფის თამაშით სიამოვნებას კიდევ მინიმუმ 2 წლის მანძილზე მივიღებთ. არ არის გამორიცხული, ჯეიმსმა შემდეგაც გააგრძელოს თამაში. ეს კაცი ხომ მართლაც სამუდამოობის შეგრძნებას ტოვებს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading