მოჰამედ სალაჰის შემდეგ მერსისაიდული კლუბიდან იურგენ კლოპის “მანქანის” კიდევ ერთი მთავარი დეტალი გაქრება.
გავლენიანი ბრიტანული გამოცემები საინტერესო, თუმცა არც თუ ისე სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებენ. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ვირჯილ ვან დაიკი 2027 წელს ლივერპულს თავისუფალი აგენტის სტატუსით, კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვებს.
ლივერპული და გამოცდილი ნიდერლანდელი ცენტრალური მცველი არსებული ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ გეგმავენ, შესაბამისად, მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ, კაპიტნის დიდი მერსისაიდული ისტორია დასრულდება.
ნიდერლანდელი მცველი კლუბის დატოვებს გასულ ზაფხულსაც განიხილავდა, მაგრამ ხელმძღვანელობამ მისი და მოჰამედ სალაჰის დაყოლიება მოახერხა და ლიდერები გუნდში შეინარჩუნა, მაგრამ უკვე ცხადი გახდა, რომ ლივერპული ახალ ბირთვს აყალიბებს და ძველი “კადრების” ადგილები, თითქოს აღარ რჩება.

ვირჯილ ვან დაიკი ლივერპულში 2018 წელს გადაბარგდა და მალევე იქცა გუნდის ერთ-ერთ ლიდერად. ამ დროში ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა 368 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 33 გოლი და 16 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. 34 წლის მოთამაშემ მერსისაიდულ კლუბთან ერთად 9 ტიტულის მოგებაც შეძლო და იურგენ კლოპის სუპერ-გუნდის ერთ-ერთი მთავარი კაცი იყო.












