Centered Image

ლისანდრო: “ჩემპიონთა ლიგის დონის შემადგენლობა არ გვყავს”

“მანჩესტერის” მცველმა, კიდევ ერთი მარცხის მიზეზი იპოვა.

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, “წითელი ეშმაკები” მადრიდს ესტუმრნენ და 0:2 დამარცხდნენ. ბარიოსმა გოლი 49-ე წამზევე გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი 79-ე წუთზე, ცვლილებაზე გამოსულმა ლუკმანმა დააფიქსირა.

მატჩის შემდგომი კომენტარებიდან კი ყველაზე მეტად ლისანდრო მარტინესის ინტერვიუ იყო საინტერესო:

“შარშანდელი სეზონი, განსაკუთრებით კი მისი მეორე ნახევარი, ფანტასტიკურად ჩავატარეთ. იმის მაგივრად, რომ ხელმძღვანელობას მომენტუმი შეენარჩუნებინა, ესეთი წყნარი ზაფხული გვქონდა.

გვყავს თუ არა ჩემპიონთა ლიგის დონის შემადგენლობა? ვფიქრობ, რომ არა. მეც და მთელი გუნდიც, მენეჯმენტისგან მეტს ველოდით.

ახლა, როგორც ყოველთვის, მწვრთნელის კრიტიკის დრო დადგა, მაგრამ რითი დააჯილდოვეს კერიკი გასული სეზონის წარმატებებისთვის? ყველანი ფეხბურთელებს და მწვრთნელებს უყურებთ, მაგრამ სხვა ასპექტებზე რას იტყვით?

თუ მომავალი სეზონისთვის მაინც არ შევიცვლებით, კიდევ უფრო დიდი პრობლემების წინაშე დავდგებით.” განაცხადა არგენტინელმა მცველმა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading