Centered Image

“მაკლარენის” წაგების გემონარევი დუბლი და “რედ ბულის” მორიგი ფიასკო

ოსკარ პიასტრიმ კარიერის პირველი რბოლა მოიგო, თუმცა სკანდალის გარეშე არც უნგრეთში გამოვიდა.

ზოგადად ძალიან მოსაწყენ “ჰუნგარორინგზე” მოსაწყენად არ ეცალათ “მაკების” ბოსებს. მათ, თავიანთი სტრატეგიით, გუნდის მრბოლელები, კინაღამ ერთმანეთში აჩხუბეს. შეიძლება “კინაღამის” გარეშეც.

კვალიფიკაციაზე, პირველი რიგი, პაპაიასფერმა ორმა ბოლიდმა დაიკავა. სტარტზე, ჩემპიონატში უფრო დაბლა მდგომი პიასტრი აღმოჩნდა უკეთესი. ყველაფერი საშტატო რეჟიმში უნდა წასულიყო, რომ არა გუნდის მიერ სუპერუცნაური საპიტ-სტოპო სტრატეგია. იმის მაგივრად, რომ მრბოლელები, ერთი მეორის მიყოლებით შეეშვათ საბურავების გამოსაცვლელად, “მაკებმა”, რატომღაც გადაწყვიტეს ლანდოსთვის ფორის მიცემა და ავსტრალიელს პიტ-სტოპი აშკარად დაუგვიანეს, თანაც ბევრად ნელა მოემსახურნენ.

ამას მოჰყვა ის, რომ ნორისი, გადასწრების გარეშე გამოვიდა პარტნიორის წინ.

“მაკლარენმა”, თავისივე შეცდომის გამოსწორება და შიდაგუნდური სამართლიანობის აღდგენა ნორისისთვის პოზიციის დათმობის თხოვნით სცადა, თუმცა ჩემპიონატის ვიცე-ლიდერი ამას თავიდან არ დათანხმდა.

მხოლოდ დიდხნიანი ჯერ ხვეწნა-მუდარის, შემდეგ კი პირდაპირი ბრძანებების შედეგად მოხერხდა ნორისის პოზიციის დათმობაში დარწმუნება, საბოლოოდ კი რბოლა პიასტრიმ მოიგო.

არანაკლები მოვლენები განვითარდა სადღაც შორს, “პაპაიების” უკან.

ფერსტაპენი, რომელიც წყნარად მიდიოდა მესამე ადგილზე და კონკურენტებიც არ მოუჩანდა, უცებ, ასევე ზედემტად დაგვიანებული პირველი პიტ-სტოპის მერე მეოთხეზე აღმოჩნდა, ხოლო მეორე შესვლის შემდეგ საერთოდაც მეხუთე პოზიციაზე აღმოაჩინა თავი.

ჩაფლავებულ სტრატეგიაზე გამწარებულმა მაქსმა, ჯერ ლეკლერს გადაასწრო, მერე კი იგივე ჰემილტონტანაც სცადა, თუმცა დაეჯახა და მეხუთე ადგილზე დაქვეითდა. სირ ლიუისმა კი “ხარების” სტრატეგიული იმპოტენციით ისარგებლა კარიერის მეორასე პოდიუმი მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ლანდომ ოსკარს კარიერის პირველი ვიქტორია მიულოცა და აღნიშნა, რომ მან დამსახურებულად მოიგო, დაჯილდოვებისას, მათ შორის დაძაბულობა აშკარად შეინიშნებოდა.

დაძაბულობა “მაკლარენის” გარდა “რედ ბულშიც” შეუიარაღებელი თვალით ჩანდა.

მაქსმა გუნდი ჩაგდებულ სტრატეგიაში ღიად დაადანაშაულა, ხოლო ხარების სარბოლო ინჟინერმა, ნიდერლანდელის ქმედებას ჰემილტონის გადასწრების დროს, ბავშვური საქციელი უწოდა.

ასევე, რბოლის შემდეგ ინტერვიუში, ფერსტაპენმა, თავის კრიტიკოსებს, მეხუთე წერტილის მიმართულებით გასეირნება უსურვა (გაუგებარია ეს მაყურბლებს ეხებოდა, მის ღიად გამკრიტიკებელ გუნდს თუ ყველას ერთად).

“მაკლარენის” გამარჯვებას რაც შეეხება, ეს მათთვის პირველი დუბლია 2021 წლის შემდეგ, როდესაც იტალიის გრან-პრიზე, პირველი ადგილი რიკიარდომ დაიკავა, ნორისი კი მაშინაც მეორეზე გავიდა.

პიასტრი, ამ მოგებით, გახდა მეშვიდე გამარჯვებული 2024 წლის ფორმულა 1-ის ჩემპიონატში. დიდი ოთხეულის გუნდებიდან, გამარჯვების მოპოვება, მხოლოდ “რედ ბულის” სერხიო პერესს არ გამოუვიდა.

საერთო ჩათვლაში, ნორისის მაქსთან ჩამორჩენა 76 ქულამდე შემცირდა (პიასტრი რომ არ გაეტარებინა 69 იქნებოდა), ხოლო კონსტრუკტორთა დავაში, “მაკლარენის” “ხარებთან” ჩამორჩენა უკვე მხოლოდ 51 ქულას შეადგენს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading