Centered Image

მამარდამ ლონდონური ჩელსიც გამოაგდო

ჩვენი ნაკრების მეკარეს შანსები მხოლოდ სათასო მატჩებში ეძლევა და იქ შთამბეჭდავად გამოიყურება.

ინგლისის ლიგის თასის მეოთხე რაუნდში ლივერპულმა დაამარცხა ლონდონის ჩელსი. სასიხარულოა, რომ მასპინძლების მხრიდან ერთ-ერთი მთავარი გმირი საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი აღმოჩნდა.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, რის შემდეგაც მერსისაიდელებმა თამაში 11-მეტრიანებში მოიგეს. ქართველმა გოლკიპერმა ერთ-ერთი გადამწყვეტი დარტყმა მოიგერია.

რაიან გრავენბერხის გამოუყენებელი პენალტით, მატჩის დასრულების შესაძლებლობა ჰქონდა ემანუელ ემეგას, თუმცა მისი 11-მეტრიანი გიორგიმ მოიგერია და ამით გულშემატკივარსა თუ თანაგუნდელებს სასწაული მუხტი მისცა. ამ ყველაფერს მოჰყვა ჯო გომესის ზუსტად შესრულებული პენალტი და უესლი ფოფანას არაზუსტი დარტყმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ უშუალოდ მატჩის მიმდინარეობისას მამარდამ სამი სეივი შეასრულა. აუცილებლად სახსენებელია ინგლისის ლიგის თასის მე-3 რაუნდის შეხვედრაც ტოტენჰემთან, რომელშიც “წითლების” 25-ე ნომერმა თავისი გუნდი 5-ჯერ იხსნა. ფაქტია, აღნიშნულ ტურნირზე ენფილდის მკვიდრთა წარმატებაში მამარდას როლი ძალიან დიდია.

სამწუხაროა ის, რომ ქართველ მეკარეს ჩემპიონთა ლიგასა და პრემიერ ლიგაში ახალ სეზონში ჯერ ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია, თუმცა, ჯერ ყველაფერი წინ არის.

წარმატებები გიორგი მამარდაშვილს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი