Centered Image

მარკმა ეს მაინც შეძლო

მოლოდინებით, ტრამვებით, კარიერის დამთავრების შესახებ გაკეთებული განცხადებებით და სხვადასხვა სახის უამრავი განსაცდელით სავსე ხუთწლიანი მოლოდინის პერიოდი დასრულებულია.

მარკ კავენდიშმა, „ტურ დე ფრანსზე“ მოგებული ეტაპებით, ედი მერქსს გადაასწრო.

„კანიბალის“ ურყევი რეკორდი, რომელიც ტურზე 34 მოგებულ ცალკეულ ეტაპს შეადგენდა, სეინტ-ვულბას სპრინტერულ ფინიშზე, 2024 წლის ტურის მეხუთე ეტაპზე დაეცა.

„უბრალოდ არ მჯერა, ამ დროისთვის კარიერა დასრულებული უნდა მქონდეს და სადმე ჩემთვის კოკტეილს უნდა ვწრუპავდე. მაგრამ მე ესე არ შემიძლია. არც აქამდე შემეძლო რისკის გარეშე. არასოდეს ყოფილა სეზონისთვის მომზადება ისეთი რთული, როგორც ამ სეზონში. ჩემი ბებერი ორგანიზმი ვეღარ უძლებს ამ დატვირთვებს და ყოველდღიურად მთხოვს ჩემს საყვარელ საქმეს მოვეშვა. მაგრამ არ მოვეშვი და აი შედეგიც.“ განაცხადა რბოლის შემდეგ მენის კუნძულის წარმომადგენელმა.

ბრიტანელმა, „ტურ დე ფრანსის“ პირველი ეტაპი, ჯერ კიდევ 2008 წელს მოიგო. 34-ე გამარჯვება მან 2019 წელს იზეიმა და ამით ველორბოლების „გოუთს“ გაუთანაბრდა. თუმცა წინ გასასვლელად კავენდიშს უმძიმესი გზის გამოვლა მოუწია.

ამ ხუთ წელიწადში, 39 წლის სპრინტერმა, ოთხ მეორე ადგილს მოუყარა თავი, უმძიმესი ტრამვები გამოიარა და შარშანდელი ტურის წინ საერთოდ განაცხადა, რომ კარიერას ასრულებდა, თუმცა უკვე საწყის ეტაპებზე გამოეთიშა ასპარეზობას ტრამვის გამო.

მიმდინარე ფრანგული ტურიც სერ კავენდიშისთვის მძიმედ დაიწყო. პირველივე ეტაპზე, ის ნახევარი საათით ჩამორჩა პელოტონს და მხოლოდ „ასტანას“ თანაგუნდელების თავგანწირვის ხარჯზე არ ამოვარდა დროის ლიმიტიდან.

გამარჯვებით დასრულებულ ეტაპზეც კი, ბრიტანელმა მოასწრო წაქცევა და ჯგუფში დაბრუნება.

ლეგფენდარული ველომრბოლელის ანგარიშზე, ტურზე მოგებული 35 ეტაპის გარდა, „ჯიროს“ 17 ეტაპიც, და ტრეკსა თუ გზატკეცილზე მოპოვევებული არაერთი მსოფლიო ჩემპიონობაა.

ამ მოგებით, კავენდიშმა გაიმყარა ყველა დროის საუკეთესო ველოსპრინტერის სახელი.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading