Centered Image

მარცხი ხუთსაათიან ტრილერში

“როლან გაროსს” ნოლეც გამოეთიშა.

საფრანგეთის ღია პირველობის მესამე წრეში, 39 წლის სერბი მსოფლიო ჩოგბურთის ერთ-ერთ მთავარ ამომავალ ვარსკვლავს, ჟოაო ფონსეკას დაუპირისპირდა.

ნოლემ მატჩი დომინანტურად, ორი სეტის 6:4-ით მოგებით დაიწყო. რასაც ფონსეკამ თავისი ორი პარტიით – 6:3 და 7:5 უპასუხა.

გადამწყვეტ სეტში, ჯოკოვიჩმა ბრეიკით მოახერხა წინ გასვლა, თუმცა ახალგაზრდა ბრაზილიელმა თამაში იპოვა, ჯერ უკუბრეიკი, შემდეგ კი 5:5-ზე მატჩის მომგები ბრეიკი შეასრულა. 6:5-ზე, მატჩზე ჩაწოდებისას, ნოლეს ბრეიკპოინტი ჰქონდა, თუმცა ჟოაომ ზედიზედ სამი ეისი შეასრულა და შეხვედრა 4:6 4:6 6:3 7:5 7:5, 4 საათსა და 57 წუთში მოიგო.

შედეგად, 2009 წლის მერე, ნოლე პირველად ვერ გავიდა საფრანგეთის ღია პირველობის მეორე კვირაში. მაშინ, სერბი, გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერთან დამარცხდა.

ასევე, ჯოკოვიჩის კარიერაში ეს მხოლოდ მეორე შემთხვევაა, როდესაც მან მატჩი სეტებში 2:0-დან დათმო. პირველად ეს ზუსტად 16 წლის წინ, ამავე ტურნირზე მოხდა, როდესაც ნოვაკი იურგენ მელცერთან 2010 წელს, მეოთხედფინალურ სტადიაზე სეტებში 2:0-დან დამარცხდა.

რაც შეეხება ფონსეკას, მან ზედიზედ ორი მატჩი წამოიღო, რომელშიც ორსეტიან ჩამორჩენა ჰქონდა. წინა რაუნდში, ბრაზილიელმა ხორვატი დინო პრიჟმიჩი პარტიებში ანალოგიური ანგარიშით დაამარცხა.

ფონსეკა, მერვედფინალში, ტომი პოლისა და კასპერ რუუდის შეხვედრაში საუკეთესოს შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის, “როლან გაროსზე” სლემის ჩემპიონი აღარაა დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგ კვირას, დიდი მუზარადის ტურნირის ახალი გამარჯვებული გვეყოლება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading