ქართველი ტალანტის წაყვანა არსენალს სწრაფად სურს, რადგანაც კონკურენტების ეშინია.
უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ არსენალმა ანდრია ბართიშვილს ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა! ლონდონური კლუბი 17 წლის შემტევის დამატებით აქტიურად ინტერესდება და ფეხბურთელის ხელში ჩაგდება წლის ბოლოს, ფოთის კოლხეთთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ სურს.
როგორც მოგეხსენებათ, ბართიშვილი ამჟამად იჯარის წესით იბერია 1999-ში თამაშობს. ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროების ცნობით, მას სხვა ვარიანტებიც აქვს და საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ბართიშვილის მიმართ ინტერესს ლივერპული და იუვენტუსიც იჩენენ. არსენალის მხრიდან ამ ტრანსფერზე კლუბის სპორტული დირექტორის, ანდრეა ბერტას ასისტენტი, მაურიციო მიკელი მუშაობს. სწორედ მას უკავშირებენ კვარაცხელიას აღმოჩენას ნაპოლიში მუშაობის პერიოდში, სადაც მიკელი მთავარი სკაუტი იყო.
უახლოეს კვირებში ბართიშვილის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი, თუმცა ერთი რამ ფაქტია – ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატებას ტოპ კლუბები ცდილობენ და წინ საკმაოდ საინტერესო პერიოდი გველოდება.
წარმატებები ანდრია ბართიშვილს!











