როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი “ბებერ კონტინენტზე” დარჩება.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ანზორ მექვაბიშვილი რუმინულ “კრაიოვაში” დარჩება.
აქამდე აქტიურად იწერებოდა მექვაბიშვილის MLS-ში ტრანსფერის შესახებ. მისი გადაბირებით რობერტ ლევანდოვსკის გუნდი, “ჩიკაგო ფაიერსი” ძალიან ინტერესდებოდა და “კრაიოვასთან” ყველაფერი შეთანხმებული იყო. ჩიკაგო ანზორის სანაცვლოდ კრაიოვას 2.1 მილიონ დოლარს გადაუხდიდა. რუმინული პრესის თანახმად დანარჩენი უკვე ანზორის გადასაწყვეტი იყო.
როგორც ჩანს, ფაიერსი თავად ფეხბურთელს ვერ შეუთანხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკული კლუბი მექვაბიშვილს დაახლოებით იმავე ოდენობის ანაზღაურებას სთავაზობდა, რაც ახლა კრაიოვაში აქვს. მექვაბიშვილმა ეს წინადადება არ მიიღო, რადგანაც იგივე ანაზღაურების პირობებში MLS-ში გადასვლა, იქაურ სტილზე გადაწყობა და ევროპულ ფეხბურთზე მოწყვეტა არ უღირდა. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მექვაბიშვილის დამატებით ამ ზაფხულში ესპანური ხეტაფე და ფრანგული ტულუზი იყვნენ დაინტერესებულნი.
ანრი მექვაბიშვილი თავისი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია და რუმინეთის ჩემპიონატსა და ევროტურნირებზე ძალიან კარგად გამოიყურება. აქედან გამომდინარე სრულიად ლოგიკურია, რომ კარიერის ევროპაში განვითარება და TOP 5 ჩემპიონატში გადაბარგება სურს.
წარმატებები ანზორ მექვაბიშვილს!










