Centered Image

მორიგი ქართული დუბლი “რეკორდმაისტერის” კარში

ბუდუს მეგამატჩი და უიღბლო ფინიში – “ჰაიდენჰაიმსს” არ გაუმართლა.

კვარაცხელიას პარიზული ბენეფისიდან რამდენიმე დღეში, ზივზივაძის ჯერი იმავე მეტოქესთან უკვე გასვლით მატჩში დადგა.

ბუნდესლიგის 32-ე ტურში, “ბაიერნსა” და “ჰაიდენჰაიმსს” შორის შეხვედრა დრამატულად წარიმართა და გასავარდნ ზონაში მყოფი სტუმრებისთვის, დასანანად დასრულდა.

თავისთვის საოცნებო სტადიონზე – ალიანც არენაზე, ბუდუმ გოლი 22-ე წუთზე გაიტანა, როდესაც კუთხურის შემდეგ საჯარიმოში ჩაბრუნებულ ბურთს პირველი ქართველი ფორვარდი გამოეხმაურა და ურბიგის კარებში ზუსტადაც გადაგზავნა. 32-ე წუთზე, დინკჩის გოლის შემდეგ, სტუმრები უკვე 2:0-ს იგებდნენ.

სამწუხაროდ, ტაიმის ბოლომდე ორბირთიანი უპირატესობის შენარჩუნება არ გამოვიდა. ლეონ გორეცკამ, ზუსტად შესრულებული ჯარიმის შემდეგ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. მეორე ტაიმის სტარტზე კი დუბლი შეასრულა და ანგარიში საერთოდაც გაათანაბრა.

იმდეგაცრუებულმა “ჰეიდენჰაიმმა”, საკუთარ თავში ძალები მაინც იპოვა და 76 – ე წუთზე, ზივზივაძემ, მარცხენა ფლანგიდან გარღვევის შემდეგ ცხრიანში ულამამზესი გოლი კვარას სტილში შეაგდო.

სამწუხაროდ, სტუმრებმა, ისტორიული მოგება მაინც ვერ ჩაიწერეს – მეასე წუთზე, ოლისეს დარტყმული ძელს მოხვდა, რის შემდეგაც ბურთი მეკარის ზურგიდან კარებში შეგორდა.

შედეგად, “ჰაიდენჰაიმი” სატუნრირო ცხრილში ბოლო ადგილზე დარჩა, ხოლო სარელეგაციო ზონაში მყოფ “სანკტ-პაულისთან” ჩამორჩენა, ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე სამ ქულას შეადგენს, ამ უკანასკნელს კი ერთი მატჩი რეზერვში აქვს.

ამ სეზონში, ბუდუს ანგარიშზე ბუნდესლიგაში უკვე 6 გატინილი გოლია.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading