გუნდში ორჭოფობენ.
The Athletic-ის იფნრომაციით, მადრიდელთა პრეზიდენტის არჩევანი ახალ მწვრთნელთან დაკავშირებით ცალსახაა და ეს ჟოზე მოურინიოა. “ბენფიკადან” მისი გამოსასყიდი თანხა მხოლოდ სამ მილიონს შეადგენს და თავად ჟოზეც მზადაა, ესპანეთში დაბრუნებას დათანხმდეს.
გამოცემის ინფორმაციით, პრობლემა ისაა, რომ კლუბის ფრონტ ოფისში პორტუგალიელის გამწვრთნელების ვარიანტს მხარს არ უჭერენ. ხელმძღვანელობის ნაწილს მიაჩნია, რომ მოურინიო გუნდის ისტორიის მნიშვნელოვანი, მაგრამ უკვე ჩავლილი ეტაპია, ხოლო “რეალმა” მზერა სხვა ვარიანტს უნდა მიაპყროს.
აღსანიშნავია, რომ იმ ოპციებს შორის, რომელიც გუნდის ბოსებს შორის ყველაზე პოპულარულია, მხოლოდ ვეტერანი სპეციალისტები შედიან. მოურინიოს საპირწონედ, სახელდება ისევ და ისევ დიდიე დეშამის და მასიმილიანო ალეგრის ვარიანტები.
მოურინიო, მადრიდულ გრანდს სათავეში 2010-2013 წლებში ედგა. ამ პერიოდში, “რეალმა” თასი, ჩემპიონატი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.











