ნაცნობი რუმინეთის შემდეგ ივნისში კიდევ ერთ ეგზოტიკურ, აზიურ ქვეყანას დავუპირისპირდებით.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის რიგით მეოთხე მატჩს, ბაჰრეინის ეროვნულ გუნდთან გამართავს.
საქართველოს ნაკრების ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, 5 ივნისს, ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი აზიურ ნაკრებს შეხვდება, რომელთანაც ისტორიაში არასდროს უთამაშია.

ბაჰრეინთან შეხვედრამდე, საქართველოს ნაკრები ზაფხულის სანაკრებო პერიოდისას საწყის მატჩს 2 ივნისს, რუმინეთთან გამართავს. ოფიციალურ მატჩებს ჩვენი ნაკრები უკვე სექტემბრიდან, ერთა ლიგაზე დაიწყებს.
2026 წელს საქართველოს ნაკრებმა 2 ამხანაგური შეხვედრა უკვე ჩაატარა და ისრაელთან ფრედ (2:2) ითამაშა, ლიეტუვასთან კი გამარჯვება მოიპოვა (2:0).
წარმატებები საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს!











