ფიფამ, ტრამპის წარმომადგენელს, პასუხი გასცა.
“გარდიანის” ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენელმა და მუნდიალზე ამერიკის სპეციალურმა ელჩმა, პაოლო ძამპოლიმ, მუნდიალზე ირანის იტალიით ჩანაცვლების იდეა წარადგინა:
“მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ნამდვილი სპორტული დღესასწაული უნდა იყოს, ირანს არაფერი ესაქმება. თუ გაინტერესბთ რატომ იტალია, შეხედეთ ამ ქვეყნის მსოფლიოს ჩემპიონატებზე გამოსვლის ისტორიას. ოთხი ტიტული ყველაფერზე მეტყველებს. მეთვითონაც წარმოშობით იტალიელი ვარ და ჩემი გუნდის ხილვა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ნამდვილი ოცნებაა.” აჟღერებს პოლიტიკოსის სიტყვებს გამოცემა.
ასევე, The Guardian-ს მოჰყავს დამატებითი მიზეზები, თუ რატომ შეიძლება აძლევდეს ხელს ტრამპის გუნდს იტალიის მუნდიალზე დამატება. ეს მოვლენა ხელს შეუწყობს იტიალიის პრემიერ-მინისტრსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას, რომელიც იმის შემდეგ გაფუჭდა, რაც ტრამპმა რომის პაპი რამდენჯერმე საჯაროდ გააკრიტიკა.

მომენტალური პასუხი გახცა ამ ინციატივას ფიფამ:
“მსოფლიოს ჩემპიონატების რეგლამენტის მეექვსე მუხლის თანახმად, მმართველ ორგანოს და მხოლოდ მას აქვს იმის უფლება, რომ ნაკრების მუნდიალიდან მოხსნის შემთხვევაში, შეცვალოს ის იმავე ასოციაციის წარმომადგენელი სხვა გუნდით.” რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ირანს, მსოფლიოს საფეხბურთო პირველობაზე კუთვნილი ადგილის დათმობა მოუწევს, ის აზიური კვოტის სხვა ნაკრებით უნდა ჩანაცვლდეს.











