Centered Image

ტაიმი – 25 წუთი, სამი ფერის ბარათი და მსოფლიოს წამყვანი კლუბები

რევოლუციური იდეები დე ლაურენტისისგან.

“ნაპოლის” ბოსმა, ფეხბურთის “გადარჩენის” არაორდინალური ვარიანტები წარადგინა:

“მოდით ვიყოთ გულახდილები – ფეხბურთი პოპულარულობას კარგავს. ჯერ კიდევ, ეს იმდენად შესამჩნევი არაა, რადგან აუდიტორია საკმაოდ დიდია, თუმცა საკმარისია გადავხედოთ მის ასაკს და პრობლემები ნათელი გახდება.

ახალგაზრდობა უფრო და უფრო ნაკლებადაა სპორტის ყურებით დაკავებული. 90 წუთი მათი ეკრანის წინაშე ერთი და იმავე თამაშის საყურებლად გაჩერება უკვე რთული ამბავია. ამისათვის საჭიროა დროის შეკვეცა. მაგალითად, ტაიმი უნდა შედგებოდეს 25 წუთი სუფთა დროისგან.

ასევე, ყვითელი ბარათი აძევებდეს მოთამაშეს 5 წუთით, რომელიმე შუალედური ფერის 20-ით, ხოლო წითელი როგორც ყოველთვის.

ჩემპიონთა ლიგის ფორმატიც შესაცვლელია. არ ვამბობ, რომ სუპერლიგის დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ევროპის წამყვანი გუნდების გაერთიანება მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან შეიძლება. თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ საფრანგეთს სამი ძლიერი კლუბი ჰყავს, გერმანიას ოთხი, პრემიერ ლიგას, ესპანეთს და იტალიას ხუთი. მათ საერთო, რჩეული ტურნირის ეგიდით გავაერთიანებდი, ხოლო მაგალითად სერია ა-ს დანარჩენ გუნდებს სერია ბ-ს საუკეთესოებს დავუმატებდი და ახალ სერია ა-ს შევქნიდი, საიდანაც გამარჯვებულები რჩეულთა ტურნირზე მოხვდნებოდნენ.

ასევე, ამ დიდ ასპარეზობას შევმატებდი კლუბებს მსოფლიოდან. მაგალითად, რატომაც არ უნდა იყვნენ გუნდები MLS-დან. ამერიკელებიც მეტ ფულს ჩადებდნენ კონკურენციის გასაწევად, რადგან მხოლოდ პენსიონერი ვარსკვლავების გადმობირება მათ არაფერს აძლევთ.

ფაქტი ერთია, რომ ფეხბურთში დიდი ცვლილელები მალე უნდა მოხდეს და დროს ფეხი უნდა ავუბათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კარგი არაფერი გველის.” განაცხადა დე ლაურენტისმა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading