Centered Image

უოტკინსის ბირმინგებული ისტორია დასრულდა

ინგლისელი ფორვარდის წასვლას დომინოს ეფექტი მოჰყვა.

ოლი უოტკინსის ბირმინგემული ისტორია დასრულდა — გამოცდილი ინგლისელი ფეხბურთელი ასტონ ვილადან კარიერას ალ ჰილალში გააგრძელებს. 30 წლის ფორვარდს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.

ალ ჰილალი უოტკინსის სანაცვლოდ დაახლოებით €60 მილიონს გადაიხდის, თავად ინგლისელი კი საუდის არაბეთის კლუბთან გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს და გავცელებული ინფორმაციით, მისი წლიური ანაზღაურება 15 მილიონი დოლარი იქნება.

უოტკინსი ასტონ ვილას ღირსებას 2020 წლიდან იცავდა. ინგლისელმა ფორვარდმა ამ დროში 278 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 108 გოლი და 47 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.

ბუნებრივია, ამას ახალ ფორვარდზე ზრუნვაც მოჰყვა და მალევე მოგვარდა. ასტონ ვილამ ჩელსიდან ნიკოლას ჯექსონი შეიძინა და ეს ტრანსფერი 65 მილიონი ფუნტი დაუჯდა. ფინანსურად, ასტონ ვილა “წაგებაში” წავიდა, მაგრამ დიდი ანაზღაურების მსურველი მოთამაშე მოიშორა.

ამასთანავე, უნაი ემერის რაფაელ ლეაოს გადმოყვანაც სურს. პორტუგალიელი ფეხბურთელის მილანური ისტორია, ფაქტობრივად სრულდება და თავად ლეაოსაც პრემიერ ლიგაში სურს თამაში. მილანი ლეაოს 50 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა შესაძლებელია, რომ მისი წამოყვანა დაახლოებით 45 მილიონი ევროს სანაცვლოდაც მოხერხდეს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading