Centered Image

ფაბინიო დაგვიმეზობლდა

სალაჰს ყოფილი თანაგუნდელი არაბეთიდან ჩამოუყვანეს.

ლივერპულის ყოფილი ნახევარმცველი, ფაბინიო, კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. ტრაბზონსპორმა 32 წლის ბრაზილიელი საყრდენის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. საუდის არაბეთის “ალ-იტიჰადის” დატოვების შემდეგ ფაბინიო თავისუფალი აგენტი გახდა, თურქულმა გრანდმა კი დრო უქმად არ დაკარგა.

ტრაბზონსპორმა ყოფილი გუნდელები გააერთიანა და მოჰამედ სალაჰს ფაბინიო მიუყვანეს. კლუბმა უკვე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ფაბინიო ტრაბზონში ჩაფრინდა.

ეგვიპტელმა თავდამსხმელმა ახალ კლუბში სადებიუტო ეტაპი ბრწყინვალედ დაიწყო. “ბაშაქშეჰირთან” 2:1 მოგებულ მატჩში სალაჰმა დუბლი შეასრულა და ტრაბზონსპორს სასტარტო ორ ტურში უდანაკარგო სერიის შენარჩუნებაში დაეხმარა. 34 წლის ვარსკვლავის ტრაბზონში ჩასვლას აეროპორტში 25,000-მდე ფანი პიროტექნიკითა და შეძახილებით შეხვდა, რამაც ფეხბურთელი აღაფრთოვანა. სალაჰის თქმით, მიღებული სიყვარულის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.

საინტერესოა, რომ თურქულ კლუბში ლივერპულის ყოფილი ტრიოს შექმნა იგეგმებოდა, თუმცა დარვინ ნუნიესის ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა. ურუგვაელი თავდამსხმელი “ალ-ჰილალიდან” იჯარის წესით საუდის არაბეთისავე კლუბ “ალ-დირიაში” გადავიდა.

საინტერესოა – შოთისა და აჩის გუნდში დიდი ამბებია!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading