“პსჟ-ში” შიშობენ, რონ ვიტინიას ტრავმა სერიოზულია.
ლიგა ერთის უკანასკნელ ტურში, “ლიონთან” 1:2 წაგებულ შეხვედრაში, პარიზელთა გასაჭირს ვიტინიას დაზიანებაც დაემატა. პორტუგალიელი, ქუსლის ტრავმის გამო, პირველსავე ტაიმში გახდა შესაცვლელი.
გუნდის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ვიტინია დეტალურ კვლევას უახლოეს დღეებში გაივლის, ხოლო იქამდე, ის ვარჯიშებს გამოტოვებს.
“ეკიპის” ცნობით კი მსგავსი ტრავმები, ხშირ შემთხვევაში რამდენიმე კვირიანი უქმობით სრულდება. პარიზელებს, უახლოესი მატჩები 22 აპრილს “ნანტთან” და 25 აპრილს “ანჟესთან” ელის. ამ შეხვედრებს, პორტუგალიელი, დიდი ალბათობით გამოტოვებს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, “ბაიერნთან” პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება 28 აპრილს შედგება და 26 წლის ფეხბურთელს, მწყობრში ჩასადგომად, დიდი დრო არ ექნება.
საპასუხო ნახევარფინალი 6 მაისსაა დაგეგმილი.










