დანიელმა “ტოტენჰემის” დამრიგებელი გააკრიტიკა.
პიტერ შმეიხელმა, “დეზებსა” და “ატელტიკოს” შორის ლონდონელების განადგურებით დასრულებულ მატჩში ხორვატი სპეციალისტი გააკრიტიკა:
“ის რაც ტუდორმა ქნა, არც ვიცი რა ვუწოდო, ერთი წინადადაბით რომ აღვწერო შეიძლება ასე ითქვას – მან კინსკის კარიერა გაანადგურა.
ვერ ვიხსენებ, მწვრთნელს მატარებლის ქვეშ თავისი მეკარე ესე შეეგდოს. არც ის ვიცი, თუ რა იყო იმის მიზეზი, რომ უთამაშებელი და გამოუცდელი სათადარიგო მეკარე ძირითადის ნაცვლად ასეთ მნიშვნელოვან მატჩში გამოიყვანო. მაგრამ, ამის გაკეთების შემდეგ, შეცვალო ის მეჩვიდმეტე წუთზე? შესვენებამდე მაინც მოითმინე, მხარი დაუჭირე, ყველაფერი მას არ დააბრალო, ისედაც მძიმე დღეშია.
არც ვიცი კინსკიმ კარიერაში რა უნდა ქნას, რომ მისი სახელი ამ მატჩთან, ამ შეცდომებთან და ამ ნაადრევ ცვლილებასთან არ იყოს ასოცირებული. მწვრთნელის დანაშაული ამაში საკმაოდ დიდია.” განაცხადა დანიელმა.











