Centered Image

ჩეხურ-ყაზახური ტანჯვა „ბარბის“ გამარჯვებით დასრულდა

რიბაკინამ წნეხს ისევ ვერ გაუძლო.

ელენა რიბაკინა ტურნირის დარჩენილ მონაწილეებს შორის აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა მისი ფსიქოლოგიური პრობლემებიდან გამომდინარე ჩემპიონის ტიტულის მოსკოველი ყაზახისთვის გადაცემას ექსპერტები მაინც არ ჩქარობდნენ.

და მართლებიც იყვნენ.

რიბაკინამ მატჩი 4:0 -ით დაიწყო. ეს იყო მისი მხრიდან ერთადერთი კარგი და შედარებით ნაკლებშეცდომიანი მონაკვეთი მთელს შეხვედრაში. გამოცდილმა ბარბორამ მალევე მოუძებნა გასაღები მეტოქეს და კინაღამ პირველივე სეტი დაუტრიალა 1:5-იდან.

მეორე სეტიდან რიბაკინამ მატჩში თითქმის ყველა გადამწყვეტი ქულა წააგო. მთელი მეორე პარტიის განმავლობაში ელენას სამი ბრეიკპოინტი ჰქონდა კრეიჩიკოვას ერთის წინააღმდეგ, მიუხედავად ამისა, ის ერთადერთი ბრეიკი სწორედ ჩეხმა შეასრულა.

უსუსური იყო რიბაკინა მესამე სეტში საკუთარ ჩაწოდებაზე გაჩენილ ერთადერთ პრობლემატურ გეიმშიც – შედეგად კი ისევ ერთიდან ერთი გამოყენებული ბრეიკპოინტი ბარბორასგან და საჩუქრად „უიმბლდონის“ პირველი ფინალიც – 4:6 6:3 6:4.

შეხვედრამ ცენტრალური ნახევარფნალის სტატუსი ვერ გაამართლა. მატჩში თავიდანვე ჭარბობდა შეცდომები და ნერვიულობა, რამაც სანახაობა საკმაოდ დაამძიმა.

კრეიჩკოვა ღია ერაში უკვე მეხუთე ჩეხი გახდა, ვინც „უიმბლდონის“ ფინალამდე მიაღწია – იანა ნოვოტნას, პეტრა კვიტოვას, კაროლინა პლიშკოვას და მარკეტა ვონდროუშოვას შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ნოვოტნა, გარდაცვალებამდე, სწორედ კრეიჩიკოვას მწვრთნელი იყო. მატჩის შემდგომ ინტერვიუში ბარბიმ ეს გამარჯვება სწორედ დიდ ჩეხ ჩოგბურთელს მიუძღვნა.

ტიტულისთვის, როლან გაროს 2021 წლის ჩემპიონი, როლან გაროს 2024 წლის ფინალისტ, ჟასმინ პაოლინის შეერკინება. მატჩი შაბათს ჩატარდება.  

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading