Centered Image

ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა

ბოლქვაძე და გორგოძე, ამერიკის ღია პირველობის უკანასკნელ საკვალიფიკაციო რაუნდში დამარცხდნენ.

გუშინ ღამე გასამრთი მესამე და ბოლო საკვალიფიკაციო წრის მატჩები, წვიმის გამო, მხოლოდ ნაწილობრივ ჩატარდა.

ერთმანეთის პარალელურად, თავიანთი გადამწყვეტი შეხვედრები დაიწყეს გორგოძემ და ბოლქვაძემ.

ეკოს მეტოქე გამოცდილი ჩეხი კნუტსონი იყო. ვეტერანი ქართველი, პირველი სეტის 4:6-ის წაგების შემდეგ, მეორეშიც ბრეიკით მარცხდებოდა, როდესაც წვიმამ მატჩები შეწყვიტა.

ანალოგიურ სიტუაციაში იყო ბოლქვაძეც, რომელიც ახალაგზრდა ნიდერლანდელ კოვერმარსტან 3:6-ს და 3:4-ს ბრეიკით აგებდა.

წვიმით გამოწვეულმა პაუზამ, მატჩის სურათი მხოლოდ ბოლქვაძის შეხვედრაში შეცვალა. ეკომ, რამდენიმესაათიანი შესვენების შემდეგ, მეორე სეტში დაბრუნება ვეღარ შეძლო და მესამე საკვალიფიკაციო რაუნდი 4:6 4:6 დათმო.

სამაგიეროდ, პაუზამ კარგად იმოქმედა ბოლქვაძეზე. მარიამმა, ბოლო მომენტში უკუბრეიკის შესრულება შეძლო და მეორე სეტი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, რომელსაც ქართველი ფსიგოლოგიური უპირატესობით უნდა შეხვედროდა, თუმცა საქმეში ისევ ამინდი ჩაერთო.

მეორე სეტის მეცამეტე გეიმის სტარტზე, ისევ გაწვიმდა და შეხვედრა საერთოდაც მეორე დღისთვის გადიადო. ცოტა ხნის წინ კი მატჩი განახლდა და სამწუხაროდ, მალევე დასრულდა. ტაი-ბრეიკზე ანგარიშით 7:5 ნიდერლანდელმა იმარჯვა და მარიამი, ძირითად ბადემდე არ მიუშვა.

შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძემ, ამ სეზონში, ძირითად ბადეში გაღწევა “უიმბლდონზე” შეძლო და ამით, სლემების მთავარ ეტაპებზე ასპარეზობის შვიდწლიანი მშრალი სერია შეწყვიტა.

რაც შეეხება გორგოძეს, მასაც, წლებია (2022 წლის ‘უიმბლდონი’) დიდი მუზარადის ტუნრირის ძირითად ბადეში არ უასპარეზია და ამერიკის ღია პირველობის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდამდე, საერთოდაც პირველად მივიდა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading