Centered Image

წარმატებული სვლა გრძელდება

ბასილაშვილმა, ახალგაზრდა, პროგრესირებადი ესპანელის ბარიერიც გადალახა.

რომის მასტერსის ძირითადი ბადის პირველ რაუნდში, ნიკოლოზის მეტოქე მერიდა იყო. 21 წლის მოთამაშემ, უკანასკნელ სეზონში თითქმის ასი პოზიციით წაიწია წინ და ამ საფარის სპეციალისტიცაა, თუმცა ქართველთან მატჩი 4:6 6:2 3:6 დათმო.

აღსანიშნავია, რომ ნიკას გამარჯვება, ახლო ანგარიშის მიუხედავად, სტატისტიკურად საკმაოდ დომინანტური გამოვიდა – 7 ეისი ერთის წინააღმდეგ, ასევე 44 ვინერზი 15-ის საპირწონედ. მაშინ, როდესაც უნებლიე შეცდომებში, ქართველი მხოლოდ 17-ით იყო წინ. ნიკამ, 14 ბრეიკპოინტიდან 5-ის გამოყენება მოახერხა, ხოლო მერიდან 8-დან ოთხის. ბადესთანაც ბასილაშვილმა 9-ით მეტი გათამაშება მოიგო.

შეგახსენებთ, ძირითად ბადეში მოსახვედრად, ნიკოლოზმა დანიელ მიოლერს და ავსტრალიელ ჰიჯიკატას მოუგო.

რომის მასტერსის მეორე წრეში, ქართველს სერიოზული გამოცდა ელის. შემდეგი რაუნდის საგზურის მოსაპოვებლად, ბასილაშვილს ამერიკის პირველი ჩოგნის და ტურნირზე მეხუთე ნომრად განთესილი ბენ შელტონის დამარცხება მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ თიხა, მსოფლიოს მეექვსე ჩოგნისთვის საყვარელი საფარი არ არის, მან უკვე მოიგო წელს გრუნტის საფარზე ჩატარებული ხუთასიანი ტურნირი მიუნხენში.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading