Centered Image

ჰამბურგში ჩვენი ჯგუფის წევრებმა ერთმანეთი დახოცეს

F ჯგუფის მესამე ტურის მეორე შეხვედრაში, საქართველოსა და პორტუგალიის მატჩის პარალელურად, ჩეხეთისა და თურქეთის ნაკრები გუნდები უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. ჩვენ ჩეხების მოგება გვინდოდა, რადგანაც, პორტუგალიასთან მოგების შემთხვევაში (რაც იდეალურად შევასრულეთ) ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდოდით. მითუმეტეს, რომ ორი გოლი გავიტანეთ და არცერთი არ გაგვიშვია.

მატჩის დასაწყისი ჩეხებისთვის ძალიან არასახარბიელო გამოდგა. გუნდს აკლდა ლიდერი და მთავარი ბომბარდირი, პატრიკ შიკი. შეტევაში ვარსკვლავი ,,ფიორენტინას” ანტონინ ბარაკი უნდა ყოფილიყო, რომელმაც იმდენი მოახერხა, რომ მე-10 და 20-ე წუთებზე ყვითელი ბარათები მიიღო და გუნდი, ფაქტიურად მთელი მატჩით, კაცნაკლული დატოვა.

რა თქმა უნდა, აღნიშნულმა თურქებს დიდი უპირატესობა მისცა და მათაც მცდელობა არ დაუკლიათ, რომ უპირატესობა ანგარიშშიც აესახათ, მაგრამ პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

ბუნებრივია, მეორე ტაიმიც იგივე სცენარით წარიმართა. მალევე გამოჩნდა, რომ ჩეხები ვერ გაძლებდნენ და 51-ე წუთზე, თურქების კაპიტანმა და ლიდერმა, მარცხენა ფლანგზე კარგი პასი მიიღო, შემდეგ კი შორეულ კუთხეში დარტყმულით კარი გახვრიტა. იქამდე ჩეხების მეკარემ, ინდრიხ შტანეკმა მაგარი ბურთი აიღო, რა დროსაც მკლავი დაიზიანა და მატჩის გაჩერებას ითხოვდა. თურქები სახიფათო შეტევას, რა თქმა უნდა, არ გააჩერებდნენ, რა დროსაც ჩალღანოღლუმ გაიტანა. შტანეკის ტრავმა სასაუბრო არგუმენტი ალბათ იქნება, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩალღანოღლუმ ისეთი დაარტყა, როგორც სჩვევია და იმ ბურთის ამღები არც ჯანმრთელი შტანეკი იყო.

თითქოს ყველაფერი თურქთათვის მშვიდად უნდა წასულიყო, როცა ჩეხების მიერ აუტიდან საჯარიმოში ჩაგდებული ბურთი მერტს ხელიდან გაუვარდა და ტომას სოუჩეკმა ანგარიში გაათანაბრა. იმ მომენტში, მსაჯის შეცდომაზე საუბარი შეიძლება, რადგანაც ბურთის დაჭერის მომენტში მეკარეს ჩეხი ფეხბურთელი შეეჯახა, რომელიც მსაჯმა არ დააჯარიმა. მეკარეზე ნებისმიერი სახის კონტაქტი თავის საჯარიმოში აუცილებლად დარღვევაა.

თურქებმა ზეწოლა გაზარდეს და მატჩში მღელვარებაც ძალიან გაიზარდა. უხეში თამაში გამოვიდა, ბევრი გაწევ-გამოწევითა და კამათით. ჯამში, შეხვედრის რუმინელმა არბიტრმა, იშტვან კოვაჩმა, მოედანზე და სათადარიგო სკამზე მყოფ ფეხბურთელებს 20 ბარათი უჩვენა. მატჩის დასასრულეს წითელი ბარათი კიდევ ერთმა ჩეხმა, ტომას ჩორიმ მიიღო, ამჯერად პირდაპირ.

ჩეხები დაიღალნენ და თურქების კონტრ-შეტევას ვეღარ აყვნენ, როცა ჩენკ ტოსუნმა 94-ე წუთზე შეხვედრის ბოლო გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

თურქეთმა 2-1 მოიგო, ჩეხეთი კი სახლში გაემგზავრა. ამ მოცემულობით, თურქები ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდნენ და მერვედფინალში, 2 ივლისს, ავსტრიის საკმაოდ სიმპატიურ ნაკრებთან მოუწევთ დაპირისპირება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading