Centered Image

25-ე სლემამდე ერთი მოგება რჩება

ჯოკოვიჩმა ალკარაზთან რევანშის შანსი მოიპოვა.

„უიმბლდონის“ შვიდგზის გამარჯვებულმა, ნახევარფინალში ლორენცო მუზეტის დამარცხებით, ზედიზედ მეექვსე და ჯამში მეათე ფინალის საგზური გამოიმუშავა.

იტალიელმა, რომლისთვისაც მსგავსი მიღწევა პირველი იყო კარიერაში, ზედმეტად ინერვიულა და იმ თამაშის ჩვენება, რომელმაც ის ნახევარფინალამდე მოიყვანა, ვერ შეძლო. ბრძოლა მხოლოდ მეორე სეტში გაიმართა, რომელშიც ლორენცო რამდენიმეჯერ იყო ბრეიკით წინ, თუმცა სერბმა ტაიბრეიკამდე საქმის მიყვანა მაინც შეძლო, სადაც, ჩვეულ სტილში, დაშალა კიდეც მეტოქე.

მესამე სეტი უკვე ფორმალობა იყო, საბოლოოდ კი 6:4 7:6 6:4, ნოლეს ერთ-ერთი ყველაზე იოლი ვიქტორია ამ ტურნირზე.

ჯოკოვიჩმა, ამ მატჩში გამარჯვებით, „უიმბლდონზე“ ჯამში 97-ე შეხვედრა მოიგო. მეტი მხოლოდ ფედერერს აქვს – 105.

ასევე ეს სლემის 37-ე ფინალი იქნება, რაც მისი საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებაა. საუკეთესოა სერბი პროცენტულადაც. მას ამ 37-ე ფინალის მიღწევა 75-ე მცდელობიდან გამოუვიდა, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ კარიერის ყოველ მეორე დიდ სლემზე ნოლე ფინალში გადის.

25-ე სლემის მოსაგებად, ნოლე შარშანდელი ფინალის რიმეიქში კარლოს ალკარაზს დაუპირისპირდება.

ეს მათ შორის მეექვსე მატჩი იქნება. ნოვაკს პირად შეხვედრებში უპირატესობა აქვს 3:2, თუმცა შარშანდელი ფინალი, ხუთსეტიან თრილერში მურსიელს დარჩა.

ფინალი კვირას, ჩვენი დროით ხუთ საათზე გაიმართება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading