Centered Image

GOAT-ი მორიგ რეკორდს უახლოვდება

დიადი არგენტინელის კიდევ ერთი ბენეფისი.

MLS-ს მორიგ შეხვედრაში, რომელიც ფლორიდულმა გუნდმა “მონრეალის” წინააღმდეგ ჩაატარა და 7:1 მოიგო, ლეომ პოკერი შეასრულა. გარდა თავისთავად აღსანიშნავი ფაქტისა, რომ 39 წლის ფეხბურთელმა სერიოზულ ლიგაში, ერთ მატჩში ოთხი გოლის გატანა შეძლო, მესიმ, კიდევ ერთ კომპონენტში გაიწია ყველა დროის რეკორდისკენ.

საქმე ისაა, რომ ვეტერანმა, მატჩში ორი საჯარიმოს გამოყენება მოახერხა. შედეგად, ლეომ გაიტანა კარიერის 73-ე და 74-ე გოლები ჯარიმებიდან.

ყველა დროის რეკორდი ამ კომპონენტში ბრაზილიელ მარსელინიო კარიოკას ეკუთვნის და ის 78 რეალიზებულ საჯარიმოს შეადგენს. მეორე პოზიციაზე ჟუნინიო პერნანბუკანოა. “ლიონის” ლეგენდის აქტივში 77 გატანილი გოლია ჯარიმებიდან. მესის, ერთპიროვნული ლიდერობისთვის კიდევ ხუთი ჯარიმის გამოყენება სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელი, ამ კომპონენტით ასწრებს კრიშტიანუსაც. პორტუგალიელის ანგარიშზე 65 ზუსტი საჯარიმოა. საინტერესოა, რომ ლეოს, უფრო მაღალ რაოდენობსათან ერთად, რეალიზაციის მაჩვენებელიც მკვეთრად უკეთესი აქვს. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მესი, საჯარიმოებს 9.6-9.8%-ით იყენებს, ხოლო კრიშტიანუს რეზულტატი 5.6-6.1%-ს შეადგენს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading