ამერიკული სპორტული ინდუსტრია ისევ უბადლოდ მუშაობს.
ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ ადგილობრივ ტელევიზიებთან 11-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ცვლილება წინა სეზონებთან ისაა, რომ TNT-ის NBC ჩაანაცვლებს, მეტი დრო მიეცემა ამაზონსაც.
TNT-ის ჩაჩოჩებამ გამოიწვია ის, რომ სავარაუდოდ, უნდა დავემშვიდობოთ ლეგენდარულ გადაცემას – “Inside The NBA”, რომლის თანაწამყვანები შაკი და ბარკლი იყვნენ. გააგრძელებს თუ არა რომელიმე კარიერას ნბა-ს ტრანსლაციების უფლების მქონე ტელევიზიაში ჯერ-ჯერობით უცნობია.
კონტრაქტი ფაქტობრივად ორჯერ დიდია, ვიდრე იყო წინა, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოესი წლების განმავლობაში, სახელფასო ჭერი მხოლოდ გაიზრდება, ახალ-ახალი სახელფასო რეკორდები კი ყოველ წელს გაუმჯობესდება.

ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ NBA-ს ეს კონტრაქტი საბავშვო თამაშია იმასთან შედარებით, რაც გააკეთა ნაციონალურმა საფეხბურთო ლიგამ. NFL – ის სატელევიზიო კონტრაქტი იმავე 11 წელიწადზე 111.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.











