სამწუხაროდ, ქართველების ახალგაზრდულმა გუნდებმა მე-7 მატჩის წნეხს სათანადოდ ვერ გაუძლეს.
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კონფერენციის ნახევარფინალისტები (რეალურად, ტურნირის 1/4 ფინალისტები) უკვე სრულად გაირკვა. ქართველების გუნდები, NBA-ის პლეი-ოფებს, ძალიან დაძაბულ სერიებში პირველი რაუნდიდანვე გამოეთიშნენ. აღმოსავლეთ კონფერენციაში გამართულ სერიებში, ტორონტო რაპტორსიცა და ორლანდო მეჯიქიც ერთნაირი ანგარიშით, 4-3 დამარცხდენ, შესაბამისად კლივლენდ კავალიერსთან და დეტროიტ პისტონსთან. ორლანდო სერიაში 3-1 იგებდა და მე-6 მატჩში, საშინაო არენაზე 22 ქულიანი უპირატესობაც კი ჰქონდა, მაგრამ ლიდერის ცუდი თამაშისა და გამოუცდელობის გამო გუნდმა შემდეგ ეტაპზე გასვლის იდეალური შანსი გაანიავა.
ჩატარებულ მეშვიდე თამაშებში, მეორე რაუნდში გავიდნენ ის გუნდები, რომლებიც სახლში თამაშობდნენ – კლივლენდმა ტორონტო 114:102 დაამარცხა, ხოლო დეტროიტმა ორლანდო მეჯიქს 116:94 მოუგო.

გადამწყვეტ, მეშვიდე თამაშში, სანდრო მამუეკლაშვილმა კლივლენდის წინააღმდეგ 9 წუთი ითამაშა და 6 ქულა მოაგროვა. დეტროიტის წინააღმდეგ კი გოგა ბითაძემ სათამაშო დრო საერთოდ ვერ მიიღო.
აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე რაუნდში, კლივლენდი სწორედ დეტროიტს დაუპირისპირდება, ხოლო მათ შორის სერიაში გამარჯვებული, საკუთარი კონფერენციის ჩემპიონობისთვის ნიუ იორკსა და ფილადელფიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
წარმატებები სანდრო მამუკელაშვილსა და გოგა ბითაძეს!











