ნიუ იორკული გუნდი ფინალში 27 წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა და ისევ იმ გუნდს შეხვდა, რომელსაც 1999 წელს.
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სუპერ-ფინალური სერია დაიწყო. სან ანტონიო სპურსმა, ვიქტორ ვემბანიამას მეთაურობით, მოქმედი ჩემპიონი, ოკლაჰომა-სიტი თანდერი დაამარცხა და ფინალში ფავორიტის სტატუსით გავიდა, ნიუ იორკ ნიქსმა კი პირველი რაუნდიდან დაწყებული პლეი-ოფში 11 მატჩი ზედიზედ მოიგო, ორ მეტოქეს წაუგებლად გაცდა და გადამწყვეტ სერიას საკმაოდ დასვენებული, თავდაჯერებული და რაც მთავარია, ოპტიმალური შემადგენლობით შეხვდა.

სერიის პირველ მატჩს სან ანტონიომ უმასპინძლა. მეტოქეთა დასვენებულობის განსხვავებამ დიდი გავლენა იქონია. სპურსმა პირველი ნახევარი 7 ქულიანი სხვაობით მოიგო, მაგრამ დიდი შესვენების შემდეგ 57:40 დამარცხდა და საბოლოოდ მოგება ნიუ იორკელებს დარჩათ, ანგარიშით 105:95.
30 ქულიანი პერფორმანსი ჩაატარა და ჯეილენ ბრანსონმა. მართალია, ბევრი სროლა აუცდა, მაგრამ დასკვნით წუთებში უშეცდომო იყო და გამარჯვება დიდწილად სწორედ მისი დამსახურებით შეიქმნა. 15 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი დააფიქსირა კარლ ენტონი-თაუნსმა, 18 მოხსნა კი ჯოშ ჰარტს ჰქონდა.
26 ქულა და 12 მოხსნა გააკეთა ვიქტორ ვემბანიამამ, მაგრამ ბევრი სროლა აუცდა და 6 დაკარგვაც ჰქონდა. 17 ქულა სტეფონ ქესტლმა ჩააგდო, 16-16 ქულა კი დაილან ჰარპერმა და ჟულიან შემპეინმა გამოიმუშავეს.

სერიის მე-2 შეხვედრას ისევ სან ანტონიო უმასპინძლებს, სადაც მიტჩ ჯონსონის შეგირდებს შეცდომის უფლება, უკვე აღარ ექნებათ.










