Centered Image

ნაკრებელები ევროპაში: 20 სექტემბერი

ჟორჟმა გახსნა, გოჩომ კი უკვე დაიწყო საკუთარი თავის პოვნა.

გერმანიის ბუნდესლიგაში ერთმანეთს ორი ქართველის გუნდი დაუპირისპირდა. საბედნიეროდ, უკვე გვაქვს ამის ფუფუნება, რომ TOP ლიგებში ქართველთა ურთიერთმატჩებიც ვნახოთ. გიორგი გოჩოლეიშვილის ჰამბურგი ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმს დაუპირისპირდა. გიორგი ძირითად შემადგენლობაში იყო, 86 წუთი ითამაშა და გერმანულ კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ზივზივაძე სამწუხაროდ ვერ თამაშობდა, რადგანაც გასულ ტურში მიღებული წითელი ბარათის გამო 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ჰამბურგმა 2:1 გაიმარჯვა და სეზონში პირველი მატჩი მოიგო, ჰაიდენჰაიმს კი ჯერჯერობით, ქულა არ აუღია და ბოლო ადგილზეა. გოჩომ შეფასებად 7.2 დაიმსახურა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ესპანეთის ლა-ლიგაში ვილიარეალი ოსასუნას მასპინძლობდა და 2:1 მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს 40-ე წუთზე ვალენტირ როსიერი გაუგდეს, 45+6 წუთზე ანტე ბუდიმირის პენალტით მაინც დაწინაურდა. მეორე ტაიმიდან ყვითლებმა ძალიან დიდი უპირატესობა მოიპოვეს, რაც 69-ე წუთზე ჟორჟ მიქაუტაძის სადებიუტო გოლში გარდაისახა, რომელიც ჩვენმა ფორვარდმა სოლომონის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით შეაგდო. 85-ე წუთზე თავისი გოლი გეიემაც გაიტანა და ვილიარეალს 3 ქულა მოუტანა. ჟორჟმა მატჩი სრულად ჩაატარა და შეფასებად საკმაოდ მაღალი, 7.3 დაიმსახურა.

საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი რეიმს დაუპირისპირდა და უხვგოლიან მატჩში 3:2 გაიმარჯვა. დავითაშვილი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და თამაშში 67-ე წუთზე აუგუსტინ ბოაკის ნაცვლად ჩაერთო. ლუკას სტასინის დუბლითა და იგორ მლადინოვიჩის გოლებით სენტ-ეტიენმა მნიშვნელოვანი თამაში მოიგო და სატურნირო მდგომარეობა გაიმყარა. 6 ტურის შემდეგ “მწვანეები” ლიგა 2-ში პირველ ადგილზე არიან და დაწინაურებისთვის ბრძოლაში ფავორიტის სტატუსს ინარჩუნებენ.

წარმატებები ჩვენი ნაკრების ბიჭებს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading