Centered Image

“არსენალის” და “იუვენტუსის” ყოფილი მეკარე ავტოკატასტროფამ იმხვერპლა

მინივენში მყოფი ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე, მატარებელმა გაიტანა.

Bild-ის ინფრომაციით, უბედური შემთხვევა ზალცბურგში მოხდა. ავარიის შემდეგ, მედიკოსებმა, დეფიბრილატორის გამოყენება სცადეს, თუმცა ალექსანდრ მანინგერის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. აღინიშნება ასევე ისიც, რომ არც მატარებლის მემანქანე და არც 25 მგზავრი ინციდენტის შედეგად არ დაშავებულან, ხოლო თავად ექს-მეკარე, მინივენში მარტო იმყოფებოდა.

შემთხვევასთან დაკავშირებით დაყწებულია გამოძიება. განიხილება გადასასვლელზე წითელი შუქის დაგვიანებით ჩართვის ვერსიაც.

მანინგერმა, “არსენალში”, “იუვენტუსში”, “ტორინოში”, “ზალცბურგში”, “ფიორენტინაში”, “უდინეზესა” “ლივერპულში” ითამაშა. მის აქტივშია პრემიერ ლიგის, ინგლის თასის (სამჯერ) და იტალიის თასის მოგებები, ასევე ავსტრიის ნაკრებში ჩატარებული 33 შეხვედრა.

ალექს მანინგერი 48 წლის იყო.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading