Centered Image

მესი კატალონიაში ბრუნდება… მფლობელის რანგში

არგენტინელმა გენიოსმა უკვე გვანიშნა, თუ რა მიზნები ექნება პოტენციურად კარიერის დასრულების შემდეგ.

რვაგზის ოქროს ბურთის მფლობელმა და ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა ფეხბურთელმა (თუ არა უდიდესმა), ლეო მესიმ, ესპანეთში საფეხბურთო კლუბი შეიძინა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი გახდა.

საქმე ბარსელონას გარეუბანში დაფუძნებულ კლუბს, კორნელას ეხება. ეს კლუბი ზედიზედ ორი სეზონია ვარდება იმ ჩემპიონატიდან, სადაც თამაშობს და ამჟამად, ესპანეთის მეხუთე დივიზიონშია.

“ეს ნაბიჯი აძლიერებს მესის მჭიდრო კავშირებს ბარსელონასთან და მის ერთგულებას კატალონიაში სპორტისა და ადგილობრივი ნიჭის განვითარებასთან. ლეო მესის მოსვლა კლუბის ისტორიაში ახალი თავის დასაწყისს აღნიშნავს, რომელიც მიზნად ისახავს როგორც სპორტული, ასევე ინსტიტუციური ზრდის ხელშეწყობას, მისი საფუძვლების განმტკიცებას და ნიჭიერებაში ინვესტირების გაგრძელებას” – აღნიშნეს კლუბის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში.

მესი ბარსელონას აკადემიაში იზრდებოდა, სანამ კატალონიური გიგანტის პირველ გუნდში 17 სეზონს გაატარებდა და 672 გოლით მათი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდებოდა. 38 წლის ფეხბურთელმა ადრე განაცხადა, რომ ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ კატალონიაში დაბრუნდება საცხოვრებლად.

იქამდე ლეო მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს – არგენტინა ტიტულის დაცვას აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში ალჟირის წინააღმდეგ,16 ივნისს დაიწყებს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading