Centered Image

ალკარასი ტიტულის დაცვას უახლოვდება

მედვედევის ბარიერი გადალახულია, დარჩა მხოლოდ ფინალი.

შარშანდელი ნახევარფინალის რიმეიქის პირველი სეტი ესპანელისთვის რთულად წავიდა. მოთამაშეებმა ორ-ორჯერ დაკარგეს ჩაწოდებები და სასტარტო ნერვიულობაც აშკარად შეინიშნებოდა. მურსიელის პირველი ჩაწოდების მაჩვენებელი მოკრძალებულ 47%-ს შეადგენდა. პარტია ტაიბრეიკამდე მივიდა, რომელიც დანილმა დამაჯერებლად მოიგო.

თუმცა, მეორე სეტიდან მოყოლებული, 21 წლის მოთამაშემ, შეძლო ჩაწოდების რესურსის ამოქმედება და შემდგომი ორი სეტის განმავლობაში, მედევდევს, საერთოდ ბრეიკპოინტიც კი არ მისცა, შედეგად კი სეტებში 2:1 მიიღო.

მეოთხე სეტში სიტუაცია რამდენიმეჯერ იყო ახლოს შემოტრიალებასთან, რუსმა გაიბრძოლა, ერთადერთი ბრეიკპოინტიც გამოიმუშავა, თუმცა რეალიზაცია ვერ შეძლო, მურსიელმა კი თავისი შანსი გამოიყენა და 6:7 6:3 6:4 6:4 – ით ზედიზედ მეორე ფინალში გავიდა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, რუსმა, გაფრთხილებაც მიიღო ერთ-ერთ მომენტში დაფიქსირებული ორმაგი შეხების დროს, რის შემდეგაც, დანილმა, ჩვეულ სტილში, ბერძენი არბიტრი, ევა ასდერაკი გამოთათხა.

ამ მოგებით, კარლოსი გახდა ნადალის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ვინც ერთ სეზონში ორი სლემის ფინალში გასვლა შეძლო – 21 წლის და 68 დღის. 2006 წელს, რაფამ 20 წლის და 34 დღის ასაკში მოახერხა იგივე.

ალკარაზისთვის ეს ტოპ ათის წინააღმდეგ მოპოვებული საიუბილეო 30-ე გამარჯვება იყო, მხოლოდ 17-ის წაგების ფონზე.

მურსიელი, ფინალში, ჯოკოვიჩის და მუზეტის შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading