Centered Image

არშემდგარი გრანდიოზული კარიერა, ორივე ფეხის ამპუტაცია და მრავალი რეკორდი შემდგომ

ლეგენდარული იტალიელი მრბოლელი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა:

“არსებობენ დიდ სპორტსმენები და არსებობენ დიდი ადამიანები – ალექს ძანარდიმ ორივე თანაბრად მოახეხრა. მისი სახელი მარადიულად იქნება ასოცირებული მიზანსწრაფულობასა და უდრეკ ხასიათთან. სწორედ ძანარდისნაირი ადამიანები გვიბიძგებენ, რომ არასოდეს დავნებდეთ.” ნათქვამია იტალიის საავტომობილო ფედერაციის გამოსამშვიდობებელ წერილში.

ზანარდის კარიერა ფორმულას ახალგაზრდულ სერიებში დაიწყო, სადაც ის მომავალ დიდ ჩემპიონებს ანადგურებდა, ამერიკაში გაგრძელდა, სადაც C.A.R.T-ის სერიაში რეკორდებს ამხობდა და თითქოს 2001 წელს, გერმანიაში უნდა დასრულებულიყო, როდესაც მანქანიანად შუაში გაჭრეს და ფეხების მოკვეთის შემდეგ, სიცოცხლე ხანგრძლივი ოპერაციის შემდეგ გადაურჩინეს.

“თავიდან სულ ვტიროდი, შემდეგ კი მივხვდი – ვის რაში სჭირდება ფეხები, როდესაც გაქვს სხვა დანარჩენი. ასე ყველაფერი ვერ დასრულდებოდა, მე ხომ გადავრჩი.” აღწერა თავისი შეგრძნებები იტალიელმა მრავალი წლის შემდეგ.

ფეხების ამპუტაციის მერე, ძანარდი სასწაულებრივად დიდ რბოლებს დაუბრუნდა, და ფორმულა ერთში ტესტ პილოტადაც იმუშავა, რის შემდეგაც WTCC – ის კატეგორიაში დაბურუნდა და გამარჯვებებიც მოიპოვა – თანაც სრულიად ჯანმრთელი მეტოქეების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ავტომრბოლელის კარიერაში, ალექსმა ფორმულა ერთის გუნდებიდან “ლოტუსში”, “მინარდიში”, “ჯორდანსა” და “უილიამსში” იასპარეზა, თუმცა დიდი ტიტულები უკვე მრავალი წლის შემდეგ, პარალიმპიურ კარეერაში მოიპოვა, როდესაც ხელის ველოსპორტის სპეციალურ სახეობაში ოთხი ოქრო და ორი ვერცხლი აიღო.

2020 წელს, ის კიდევ ერთ ავარიაში, ამჯერად სწორედ ხელის ველოსიპედით რბოლებში მოხვდა, წისწარი ვარაუდით, გარდაცვალების მიზეზიც, ამ ტრავმებისგან გამოწვეული შედეგები უნდა ყოფილიყო.

მაიამიში ჩასატარებელი ფ1-ის ეტაპი, ისევე, როგორც სხვა საავტომობილო სპორტული ღონისძიებები, ალექსისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით გაიხსნება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading