შურისძიება პარიზულად.
As-ის ინფორმაციით, იან დიომანდეს ტრანსფერის ჩაშლას, “პსჟ” “რეალს” აბრალებს.
პარიზულ გუნდში მიიჩნევენ, რომ კოტ-დივუარელ ტალანტთან მოლაპარაკებები უკვე ფაქტობრივად დასრულებული იყო, ხოლო თავად ფეხბურთელი პარიზში გადასვლისთვის ემზადებოდა, თუმცა “რეალი” ბოლო წამს ჩაერია და “ლაიპციგის” შემტევი “მოიპარა”.
სიტუაცია იმის გამოც გამწვავდა, რომ დიომანდესთან მოლაპრაკებებში თავად კლუბის პრეზიდენტი, ალ-ჰელაიფიც იყო ჩართული, რომლის პირად სურვილიც იყო აფრიკელის შეძენა.
As-ის ცნობით, ტრანსფერის ჩაშლით იმედგაცრუებული “პსჟ”, შურისძიებას როდრის საშუალებით შეეცდება.
ესპანელ საყრდენსა და “სამეფო კლუბს” შორის, მოლაპარაკებები დაკსვნით ფაზაშია შესული, ხოლო “მანჩესტერ სიტი”, ახლოსაა მადრიდელთაგან შემოთავაზებული 60 მილიონის მისაღებად. პარიზელები კი მზად არიან ტრანსფერში ჩაერიონ და როდრიში “სიტის” ოდნავ მეტი შესთავაზონ, ხოლო თავად ფეხბურთელს, მეტოქესთან შედარებით უფრო დიდი ხელფასი გადაუხადონ.
As-ი აღნიშნავს, რომ ალ-ჰელაიფი, ამით, დიომანდეს გამო “რეალზე” შურს იძიებს.
ამ ეტაპზე, უცნობი რჩება თავად როდრის აზრი სიტუაციასთან დაკავშირებით.











