Centered Image

მამუკელაშვილმა მომავალ სეზონზე ისაუბრა

ჩვენი ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა თამამად აღნიშნა, რომ ლოს ანჯელესში გადმოსვლის პირობებში დასამტკიცებელი აღარაფერი აქვს.

NBA-ს მოახლოებული სეზონის წინ ლოს ანჯელეს ლეიკერსს მედია-დღე ჰქონდა და ჟურნალისტების წინაშე გუნდის ერთ-ერთი ახალწვეული, სანდრო მამუკელაშვილიც წარსდგა. ქართველმა კალათბურთელმა, რომელიც გასულ სეზონში ტორონტო რეპტორსის ღირსებას იცავდა, კალიფორნიულ გრანდთან საკმაოდ მსუყე, 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მომავალ სეზონს დიდ იმედებს უკავშირებს.

სანდრო მამუკელაშვილი: “თავს ჩინებულად ვგრძნობ, ძალიან მოტივირებული ვარ და ვგრძნობ, რომ მოდუნების დრო არ არის. თუკი ჩათვლი, რომ ამ ლიგაში ყველაფერი თქვენთვის კომფორტულადაა, მაშინვე ვარდნა დაგეწყებათ. ამასთან, ერთიცაა. მიუხედავად იმისა, რომ სოლიდური 4-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე, ეს არ ნიშნავს იმას, ყველა ვარჯიშზე, ყველა თამაშზე თუ მთელი წლის განმავლობაში რაიმე უნდა ვამტკიცო. უბრალოდ მინდა ის ვიყო, ვინც მიღწეულით არ კმაყოფილდება. მსურს ბევრი მატჩი მოვიგოთ, რაიმე დიდის მონაწილე გავხდე და კარიერაში მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიო.

ვთვლი, რომ ლეიკერსს მეტ უნივერსალურობას შევძენ, გუნდს მეტოქის დაცვის გაწელვაში დავეხმარები და შემაკავშირებელ რგოლად ვიქცევი. ვეცდები, თამაშში სწრაფად ჩავერთო ხოლმე, პასის გაცემა არ დავაგვიანო და მატჩში გარკვეული მუხტი შევიტანო. დაცვითი ფუნქციების შესრულების შემდეგ, კარგი იქნება თუკი ტემპს ავაჩქარებთ, შეტევაში სწრაფად გადავალთ და უფრო აგრესიულად ვითამაშებთ. იმის დიდი იმედიც მაქვს, რომ სამქულიანების მხრივ კარგი მაჩვენებლები გვექნება.

ზოგადად, ის ფაქტი, რომ უკვე ლეიკერსის მაისური მაცვია, ძალიან მახარებს. ამ წარმატებისთვის ბევრი ვიბრძოლე. ადრეც მითქვამს, რომ ჩემი საკალათბურთო შეხედულებების ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი კობი ბრაიანტმა ითამაშა. მას დღემდე უდიდეს პატივს ვცემ. კობის ყველა ინტერვიუს ვკითხულობდი, ვიდეოებს ვუყურებდი და ვცდილობდი, მისი მენტალტიტეტი გამეთავისებინა. ბრაიანტისთვის ხომ გეგმა B არ არსებობდა, იყო მხოლოდ გეგმა A” – თავდაჯერებულად აღნიშნა სანდრო მამუკელაშვილმა.

NBA-ს ახალი სეზონი სტარტს 4 ოქტომბერს აიღებს, როდესაც მამუკელაშვილის ყოფილი კლუბი ტორონტო რეპტორსი მაიამი ჰითს უმასპინძლებს, ლეიკერსი კი პირველ მატჩს, 6 ოქტომბერს, სტუმრად საკრამენტო კინგსთან ჩაატარებს.

წარმატებები სანდრო მამუკელაშვილს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading