Centered Image

“არსენალის” დომინაცია და მარესკას კატასტროფული სტარტი

“ქალაქელთა” სრული დეკლასირება Principality Stadium-ზე.

კარდიფში გამართულ ინგლისის სუპერთასზე, “არსენალმა” “ამჩესტერ სიტი” 3:0 დაამარცრხა.

ანგარიში პირველივე შეტევაში, 24-ე წამზე კალაფიორიმ, ლიუის-სკელის უზუსტესი პასის შემდეგ გახსნა.

28-ე წუთზე, გუნდის ახალწვეულის, ცოლისის თავური ასისტით გოლი ჰავერცმა შეაგდო, ხოლო საბოლოო ანგარიში, მეორე ტაიმის სტარტზე, იმავე ბერძენის პასის შედეგად ოდეგორმა დააფიქსირა. ნორვეგიელმა, მეკარე ულამაზესი ცრუმოძრაობით მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში გაგზავნა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც სწორედ კაპიტანი იქნა აღიარებული.

ჩრდილოლონდონური გუნდისთვის, ეს მეთვრამეტე მოგებული სუპერთასი იყო. “არსენალზე” მეტი მხოლოდ ერთ გუნდს აქვს – “მანჩესტერ იუნაიტედს”. “წითელმა ეშმაკებმა”, მინიტურნირის 21-ჯერ მოგება შეძლეს.

აღსანშნავია, რომ ეს მატჩი, სადებიუტო იყო “ქალაქელთა” თავკაცის როლში მარესკასთვის. იტალიელმა, ანტირეკორდიც დაამყარა – ენცო, გახდა “მანჩესტერ სიტის” პირველი დამრიგებელი, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში სამგოლიანი სხვაობით წააგო 1906 წლის შემდეგ. მაშინ ეს ჰარი ნიუბოლდს დაემართა.

ინგლისის სუპერთასზე, სამბურთიანი სხვაობა ბოლოს 2014 წელს დაფიქსირდა. მაშინაც, ერთმანეთს ეს გუნდები ხვდებოდნენ და გამარჯვება სწორედ დედაქალაქელებს დარჩათ. ამაზე უფრო გამანადგურებელი ანაგრიშით “არსენალს” სუპერთასი ერთადერთხელ აქვს მოგებული – 1934 წელს (4:0).

არტეტამ, “მეთოფეებთან” თავკაცის როლში, კარიერაში მეხუთე ტიტული მოიგო. პრემიერ ლიგაში შარშანდელი ვიქტორიის გარდა, ესპანელი დამრიგებლის აქტივში 2020 და 2023 წლების სუპერთასი, ასევე 2020 წლის ინგლისის თასია.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading