Centered Image

ბათუმელების ისტორიული გამარჯვება

ნაკრების ძირითადმა გამთამაშებელმა ცივსისხლიანობა გამოავლინა.

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის პირველ რაუნდში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, ბათუმმა შვეიცარიის ჩემპიონი, ფრიბურ ოლიმპიკი ძალიან მძიმე მატჩში 1 ქულით, 86:85 დაამარცხა.

ქართული გუნდი უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა, თუმცა მე-4 მეოთხედი დაძაბული გამოდგა და ბოლო შეტევამდე ანგარიში თანაბარიც კი იყო.

ბათუმს 17 ქულით, 10 შედეგიანი გადაცემითა და 2 მოხსნით საქართველოს ნაკრების გამთამაშებლის, გიორგი ოჩხიკიძემ ულიდერა. სწორედ ოჩხიკიძემ ჩააგდო მატჩის მიწურულს სამქულიანი იზოლაციიდან, როცა ანგარიში 83:83 იყო და მატჩის დასრულებამდე 21 წამი რჩებოდა.

ოჩხიკიძის გარდა ბათუმელთა რიგებში გამოირჩნენ 18 ქულითა და 7 მოხსნით ვალდი ზეფირი, 16 ქულა და 12 მოხსნა კარსონ ბეშამმა დააფიქსირა, 16 ქულა და 8 მოხსნა კი ლარი ჰოუელმა შეასრულა.

მომდევნო ეტაპზე ბათუმის მეტოქე რუმინულ ორადეასა და კვიპროსულ აეკ ლარნაკას წყვილში გამარჯვებული იქნება.

წარმატებები ბათუმს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading