ოქროს ბურთის მთავარი პრეტენდენტი, რეკორდების დამხობას განაგრძობს.
ბუნდესლიგის მეოთხე ტურის გახსნით შეხვედრაში, რომელიც “რეკორდმაისტერმა” “უნიონ ბერლინს” 7:0 მოუგო, ჰარი კეინმა ორი გოლის გატანა შეძლო. ეს იყო მისი მეასე და ასმეერთე ბუნდესლიგური გოლები.
შედეგად, კეინი გახდა ტურნირის ისტორიაში ყველაზე მცირე მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელი, ვინც 100 გოლიან ნიშნულამდე მიღწევა შეძლო. ინგლისელს, ამისთვის სულ რაღაც 98 მატჩი დასჭირდა.
წინა რეკორდის მფლობელი “კიოლნის” ფორვარდი დიტერ მიულერი იყო, რომელსაც ასგოლიანი ნიშნულის დასაძლევად, ბუნდესლიგაში 129 მატჩის ჩატარება მოუწია.
გერმანიის ჩემპიონატის საწყის ოთხ ტურში, კეინის აქტივში სამი გოლი და ერთი ასისტია.










